ვის უპოვეს "ჩეზე"? ვის უპოვეს "ჩეზე"? /> "/> " />


  20:16:42     09-01-2014

ვის უპოვეს "ჩეზე"?

a27390.jpg

"თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, თბილისში მცხოვრები, 1962 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი თეიმურაზ ქ. ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.

სამართალდამცველებმა დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ჩეხური წარმოების „ჩე-ზე“-ს სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, ერთი მჭიდი და 9 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.

დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ს 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით)".
0

ავტორი: