13:05:18     04-02-2011
ლეგენდარული ფილმის ვარსკვლავი - მარია შნაიდერი გარდაიცვალა
ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ ფრანგი ვარსკვლავი მარია შნაიდერი გარდაიცვალა. ამის შესახებ "ფრანს პრესი" იტყობინება. მსოფლიო აღიარება შნაიდერს ბერნარდო ბერტოლუჩის 1972 წელს გამოსულმა კინოსურათმა, "უკანასკნელი ტანგო პარიზში" მოუტანა. ფილმის სიუჟეტი ეხება ახალგაზრდა პარიზელი ქალის (შნაიდერის) და ამერიკელი მამაკაცის ურთიერთობას, რომლის როლსაც მარლონ ბრანდო ასრულებს.
ლეგენდარულ ფილმში მონაწილეობისას, შნაიდერი სულ რაღაც 19 წლის იყო. გულახდილი სცენების გამო კინოსურათის ჩვენება რამდენიმე ქვეყანაში აკრძალეს, მაგრამ ფილმმა "ოსკარის" ორი ნომინაციის მოპოვება შეძლო კატეგორიებში - "საუკეთესო რეჟისორი" და "საუკეთესო მსახიობი."
შნაიდერს, თავისი კარიერის დროს, უამრავ ვარსკვლავთან მოუწია მუშაობა. მაგალითად, ის გადაიღეს ჯეკ ნიკოლსონთან ერთად "პროფესია: რეპორტიორში." ამას გარდა, მონაწილეობდა "ჯეინ ეარის" ეკრანიზაციაში. მაგრამ მარია შნაიდერის ვერცერთი როლი ვერ გაუტოლდა იმ დიდებას, რაც მას "უკანასკნელმა ტანგომ" მოუტანა.
0