04:04:17     07-01-2014
სალათი „ესთეტი“
• ყველი - 100 გრ;
• მსხალი ( დიდი ) – 1ცალი;
• სალათის ფოთლები - 6 - 7 ცალი;
• ქუნჯუთი - 2ჩ/კ;
შესანელებლად საჭირო მასალა:
• მდნარი ყველი - 100გრ;
• სეითუნის ზეთი - 2 ს/კ;
• ლიმონი - 1/2 ცალი;
მომზადება:
ქუნჯუთის თესლი დავხალოთ ტაფაზე ნელ ცეცხლზე. გადმოვდგათ და გავაგრილოთ.
სალათის ფოთლები დავკუწოთ და დიდ ფართო ლამბაქზე დავაფინოთ.
ყველი დავჭრათ მოგრძო ჯოხებად.
სალათის ფოთლებზე დავალაგოთ ყველი.
მსხალი ასევე დავჭრათ ჯოხებად და ასევე დავალაგოთ ყველზე ზემოდან.
მოვამზადოთ შესანელებელი მასა:
მდნარი ყველი გადავიტანოთ ღრმა ჯამში დავამატოთ გამოწურული ნახევარი ლიმნის წვენი.
დავამატოთ ზეთი, თუ თქვენი მსხალი ოდნავ მჟავეა სანელებელს დაუმატეთ 1 ჩ/კ თაფლი ან შაქარი.
ახლა ყველაფერი კარგად აურიეთ ერთმანეთში.
დავასხათ ეს მასა სალათს.
მაღლიდან სალათს მოვაყაროთ ქუნჯუთი.
სალათი გავაფორმოთ ყვავილებით, რომელსაც გავაკეთებთ იმ პროდუქტებით რომელიც სალათში ვიხმარეთ. შეიძლება ვარდების გაკეთება მსხლიტ და სალათის ფოთლებით.
0