გურული საშობაო ღვეზელი გურული საშობაო ღვეზელი />


  21:05:33     06-01-2014

გურული საშობაო ღვეზელი

a27342.jpg

ინგრედიენტები: მზა საფუვრიანი ცომი 1 კგ ყველი 800 გ მოხარშული კვერცხი თითო ღვეზელისთვის 1-2 ცალი კვერცხი 1 თავზე გადასასმელად

საშობაო გურული ღვეზელის გამოსაცხობად ჩვეულებრივი საფუვრიანი ცომი, მოხარშული კვერცხები და ყველი დაგჭირდებათ.  

ცომი შეგიძლიათ თავად მოამზადოთ ან მზა იყიდოთ საცხობში. ყველი ჭყინტი  უნდა იყოს, ისეთი, როგორც ხაჭაპურისთვის.

ღვეზელი შეგიძლიათ გამოაცხოთ ნებისმიერი ფორმით, თუმცა ძირითადად ოვალურს ან ნახევარმთვარისებურს აცხობენ.

როგორც ამბობენ, იმდენი ღვეზელი უნდა გამოაცხოთ, რამდენი ოჯახის წევრიცაა სახლში. ღვეზელის ზომა თქვენს სურვილზეა დამოკიდებული.

გაფუებული ცომი გაყავით სასურველი ზომის გუნდებად და დაალაგეთ 10-15 წუთი, ხელახლა ამოსაფუებლად. მანამდე გაფცქვენით მოხარშული კვერცხები და გაჭერით შუაზე ან სასურველ ზომაზე. ყველი გახეხეთ ან ხელით დაფხვენით.

გააბრტყელეთ ცომი. თუ ნახევარმთვარისებურ ღვეზელს აკეთებთ, მაშინ ცომის ერთ ნაწილზე დაალაგეთ ყველი და გაჭრილი კვერცხები, ზემოდან კი ცომის მეორე ნაწილი გადმოაფარეთ. შეგიძლიათ ღვეზელები პირდაპირ ღუმელის თუნუქის ფურცელზე მოამზადოთ, უფრო მოხერხებულია: გადაიტანეთ გაბრტყელებული ცომი და შემდეგ ჩაუდეთ გულსართი. 
ღვეზელებს გამოცხობის წინ თავზე ათქვეფილი კვერცხი გადაუსვით და 180-200 გრადუსზე 20-25 წუთი აცხვეთ. 0

ავტორი: