18:44:07     06-01-2014
თინა ხიდაშელი სანდრა რულოვსის განცხადებაზე: მკვდრები არ დგებიან...

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი წევრი და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მეუღლე, თინა ხიდაშელი არ ადასტურბს ინფორმაციას, თუთქოს დავით უსუფაშვილმა მძიმე სტენოკარდიული შეტევა გადაიტანა.
„ეს არის ტყუილი, რომელიც ერთმა საინფორმაციო საშუალებამ გაავრცელა. მსგავსი ინფორმაცის გავრცელებისას, აჯობებს ჟურნალისტება ინფორმაცია გადაამოწმონ. ახლა მეც შეუძლოდ ვარ და შეუძლიათ დაწერონ რომ გულის შეტევა გადავიტანე? არადა, გაციებული ვარ“, - უთხრა „პრესა.ჯი“-ს კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა.
„პრესა.ჯი“: რადგან ოჯახში ყველანი კარგად ხართ, პოლიტიკასაც შევეხოთ... ცნობილია თუ არა, თვენთვის მომავალი მთავარი პროკურორის ვინაობა?
თინა ხიდაშელი: მე ამასთან დაკავშირებით განცხადება გავაკეთე მაშინ, როცა ფარცხალაძემ დატოვა თანამდებოდა. ის განცხადება ძალაშია დღესაც. ფარცხალაძის გადაწყვეტილება იყო ღირსეული.
მან ჩათვალა, რომ არავის ჩრდილი არ უნდა მიადგეს და იმ საქმეებს, რომელსაც დღეს პროკურატურა იძიებს, ლეგიტიმაციის საფრთხე არ უნდა შეექმნას. რაც შეეხება იმას, თუ ვინ იქნება მისი შემცველი, როცა ეს ოფიციალურად გაცხადდება, გაიგებთ თქვენც.
- რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის გადაწყვეტილება, საახალწლო ეთერში არ გაეშვა პრეზიდენტის, პრემიერისა და პატრიარქის მილოცვა, სოციალურ ქსელში შეაფასეთ...
- ეს პოსტი სასულიერო პირების არმილოცვაზე არ გამიკეთებია, ბოდიშს ვიხდი... ის პოსტი იყო რუსთავი 2-ის პოზიციასთან და ნიკა გვარამიას გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით...
- თქვენთვის მიუღებელია ტელეკომპანიის გადაწყვეტილება?
- ნიკა გვარამია კერძო კომპანიის დირექტორია და მას არ სჭირდებოდა ბოდიშების მოხდა და ახსნა-განმარტებების კეთება. მას, როგორც უნდა, ისე მოიქცევა. ეს მისი გადასაწყვეტია. თუმცა, როგორც კი ფარისევლობა ჩნდება, რეაგირება აუცილებლად მექნება.
მისი განცხადება კი სასაცილო იყო, იმდენად შეუსაბამო იყოგანცხადების სხვადასხვა ნაწილები ერთმანეთთან... მათ კარდად არ აქვთ გააზრებული, რა უნდოდათ. მათ, უბრალოდ არ შეეძლოთ ერთმანეთის მიყოლებით გაეშვათ, მარგველაშვილის, პრემიერის და პატრიარქის საახალწლო მილოცვა. ეს ძალიან ნამეტანი იქნებოდა რუსთავი 2-სთვის.
- ყოფილი პირველი ლედი, სანდრა რულოვსი არ გამორიცხავს, რომ მიხეილ სააკაშვილი გახდეს პრემიერ მინისტრი... მან ამის შესახებ ერთგვარი მინიშნება გააკეთა ჰოლანდიური გაზეთისთვის მიცემულ ინტერვიუში...
- მკვდრები არ დგებიან, ეს არის ერთადერთი კომენტარი ამ თემაზე. ძალიან ვწუხვარ რომ ჰოლანდიაში მყოფმა ქალბატონმა სანდრამ დაკარგა რეალობის გრძნობა საქართველოსთან დაკავშირებით და საკუთარ ქმართან დაკავშირებითაც, რომელიც სხვა კონტინენტებზე იმყოფება.
P.S: შეგახსენებთ რომ ექს-პრეზიდენტ სააკაშვილის მეუღლემ, სანდრა რულოვსმა, ჰოლანდიური გაზეთისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა: "გასულ წელს მისი პარტია არჩევნებში დამარცხდა და იქიდან მოყოლებული, ახალმა ხელისუფლებამ ჩემი ქმრის გარემოცვის წევრების მიმართ შურისმაძლიებლური პოლიტიკის გატარება დაიწყო. ყოფილი მინისტრები გაასამართლეს, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი კი დაპატიმრებულია.
დიპლომატები ჩემს ქმარს ქვეყნის დატოვებას ურჩევდნენ, სწორედ ამიტომ მან ოქტომბრის შუა რიცხვებში საქართველო დატოვა. საბედნიეროდ, მას ბევრ ადგილას სიამოვნებით ხვდებიან. თუმცა, რთულია როცა იცი, რომ შენი ქმარი იმას არ აკეთებს, რისი გაკეთებაც უნდა და ის არ არის, ვინც უნდა, რომ იყოს. ის არ აპირებს კიდევ ერთხელ გაპრეზიდენტებას, ჩემი მეუღლე ამ პოზიციით არ არის დაინტერესებული. ასე რომ, მომავალში გამორიცხულია ჩემი პირველი ლედობა. თუმცა, არავინ იცის, ვიქნები თუ არა პრემიერ-მინისტრის მეუღლე".
0