ორშაბათიდან მთავრობაში საკადრო ცვლილებები იწყება ორშაბათიდან მთავრობაში საკადრო ცვლილებები იწყება />


  19:13:48     05-01-2014

ორშაბათიდან მთავრობაში საკადრო ცვლილებები იწყება

a27317.jpg

ორშაბათიდან, მთავრობაში საკადრო ცვლილებები წყება. პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, საკადრო ცვლილებების შესახებ უკვე შეთანხმდა გუნდთან. მან გუშინ შეხვედრა გამართა პარლამენტის თავმჯდომარესთან, ენერგეტიკისა და თავდაცვის მინისტრებთან. "პრესა.ჯი"-ს ინფორმაციით, შეხვედრის მიზანი, სხვა მნიშვნელოვანი საკითხების გარდა, მომავალი საკადრო გადაადგილებები იყო. 

ახალი პროკურორის წარდგენის გარდა, პრემიერი რამდენიმე მინისტრის, მათ შორის ნოდარ ხადურის შეცვლას გეგმავს. "პრესა.ჯი" ხადურის მოსალოდნელი "ჩამოლაბორანტების" შესახებ ადრეც წერდა. თუმცა, როგორც ჩანს, პრემიერმა ერთ-ერთი ყველაზე წარუმატებელი მინისტრის შეცვლა, ახალი წლის შემდეგ დღეებში გადაწყვიტა.

ხადურის გარდა, განიხილება სასჯელაღსრულების მინისტრის, სოზარ სუბარის ჩანაცვლებაც. ის, ერთ-ერთი ინფორმაციით, ივანიშვილის მიერ შექმნილ ფონდს ჩაუდგება სათავეში. სუბარის ნაცვლად კი, სასჯელაღსრულების მინისტრი შს სამინისტროს კადრი გახდება. 

რას ფიქრობენ ექსპერტები მთავრობაში მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ? "პრესა.ჯი"-სთან საუბრისას, მათი ერთი ნაწილი აცხადებს რომ "ყველაზე ლოგიკური ხადურის მოხსნა იქნებოდა". ექსპერტთა აზრით: "გარღვეული ბიუჯეტის შესახებ, პირველ რიგში, პასუხისმგებელი სწორედ ფინანსთა მინისტრია". 

ექსპერტთა მეორე ნაწლის განცხადებით კი, "მიუხედავად იმისა რომ ღარიბაშვილმა ბევრად უფრო ეფექტურად დაიწყო მუშაობა, ვიდრე ივანიშვილმა, საკადრო ცვლილებები კიდევ უფრო გამოაცოცხლებს მთავრობას". 

"ირაკლი ღარიბაშვილი საკმაოდ ძლიერი, პრინციპული და პასუხისმგებლობით აღჭურვილია. ამიტომ, მისი გადაწყვეტილებები განპირობებული იქნება ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე" - ფიქრობენ "ქართულ ოცნებაში". 0

ავტორი: