18:13:36     05-01-2014
როგორ გამოვიყენოთ ტკბილეულის ნარჩენები რაციონალურად
ახალი წლის დღეებში თითქმის არც ერთი
ოჯახი უჩივის ტკბილეულის ნაკლებობას. იმ ოჯახებში კი სადაც ბავშვები არიან,
უხვად შევხვდებით სხვადასხვა ფორმისა და ზომის შოკოლადის ფიგურებს.
თუმცა, საახალწლო დღესასწაულებიც გაივლის და ბევრგან რჩება შოკოლადის თავმოტეხილი თოვლის პაპა, ფეხმოტეხილი ცხენი თუ სხვა...
ნუ იდარდებთ, რომ სულ ტყუილად დაიხარჯეთ და პატარებმა არ მიირთვეს შოკოლადი. სცადეთ, _ გააოცოთ ოჯახის წევრები და შოკოლადის ნარჩენებისგან სხვადასხვა ნუგბარი მოამზადეთ. დაე, ამან ახალ ტრადიციას ჩაუყაროს საფუძველი!
პუდინგი
გამდნარ
შოკოლადში კარგად აურიეთ რძე, დაუმატეთ შაქარი და მიიყვანეთ ადუღებამდე.
შოკოლადისა და რძის მასაში გახსენით სახამებელი, კარგად აურიეთ. გააჩერეთ
ცეცხლზე, მანამ, სანამ მასა არ შესქელდება. ჩაასხით მასა კრემის ჭურჭელში
და გააფორმეთ ათქვეფილი ნაღებით.
შოკოლადის ბატონი
ფიგურების ნარჩენები გაალღვეთ წყლის აბაზანაზე, დაუმატეთ ქიშმიში, სიმინდის ბურბუშელა, და გააცივეთ.
ფონდიუ
დაფხვენით "ხეიბარი" შოკოლადის ფიგურები, გაადნეთ წყლის აბაზანაზე 30 გრადუსზე. დაჭერით ხილი, ჩაარჭეთ ხის ჩხირები და ჩაუშვით შოკოლადში. უგემრიელესია!
ცხელი შოკოლადი
1 ლ რძე მიიყვანეთ ადუღებამდე, გაალღვეთ რძეში შოკოლადის ფიგურები(დაახლოებით 200 გრამი), შეურიეთ კაკაოს ფხვნილი.
თათია ბეჟიტაშვილი
ჟურნალი ”და ქალი”
0