11:40:04     03-01-2014
ხარჩო
ამ რეცეპტით გამოდის სქელი სუპი, გემრიელი გემოთი, ცხარე და ძალიან არომატული.
საუკეთესო სუპის რეცეპტია....
მასალა:
500 გრ ძროხის ხორცი;
100 გრ ბრინჯი;
100 გრ ნიგოზი;
150 გრ ტყემლის სოუსი;
2 საშუალო თავი ხახვი;
3 კბილი ხახვი
2 ჩ/კ ხმელი სუნელი;
ნახევარი წითელი მწარე წიწაკა;
მარილი;
ერთი კონა ქინძი;
მომზადება:
ხორცი გავრეცხოთ დავჭრათ პატარა ნაჭრებად სწარფად შევბრაწოთ ზეთში, გადავიტანოთ ქვაბში დავასხათ 2ლ წყალი და ვხარშოთ1,5 სთ,
არ დაგვავიწყდეს ქაფის მოხსნა.
ხახვი დავჭრათ და მოშუშოთ ზეთში.
ნიგოზი დავაქუცმაცოთ ბლენდერში.
მომზადებულ ბულიონში ჩავყაროთ ბრინჯი და ვხარშოთ 10წთ.
ნიორი გავატაროთ, წიწაკა გავჭრათ და თესლი მოვაშოროთ, ქინძი დავჭრათ წვრილად.
სუპში დავამატოთ რიგირ მიხედვით: მოთუშული ხახვი, ნიგოზი, ტყემალი, ხმელი სუნელი, წიწაკა , მარილი.
ვხარშოთ სუპ-ხარჩო კიდევ 5 წუთს, დავამატოთ ნიორი, ნაწილი ქინძი, მოვხსნათ ცეცხლიდან და დავაცადოთ15-20 წუთს,
სუფრაზე მიტანის წინ მოვაყაროთ დარჩენილი ქინძი.
0