11:35:23     03-01-2014
ცხარე ღორის ხორცი ყველის სოუსში
ვისაც მწარე საკვები უყვარს, ეს რეცეპტი მისთვისაა. გთავაზობთ ცხარე ღორის ხორცის მომზადების რეცეპტს ყველის სოუსში და წიწაკიან გლაზურში.
მასალა:
• ღორის ხორცი - 600გრ;.
• გრძელი მწვანე წიწაკა - 3 ცალი;
• პილპილი;.
• მარილი;
• შაქარი ძირასთან ერთად;
• ზეითუნის ზეთი;
• სოუსისთვის:
• ტმოატის პასტა , 3 ს/კ;
• ყველი(ბერძნული მანური) 50 გრ;.
• ნიორი 1კბილი;
• მარილი;
• ზეითუნის ზეთი 1ს/კ;
მომზადება:
ხორცი გავრეცხოთ, დავაშროთ დ დავჭრათ პორციებად; ხორცი დავბეგვოთ დანის ზურგით ან სამზარეულოს ჩაქუჩით ორივე მხრიდან.
წიწაკის ნარევი კაგად გავსრისოთ და ავურიოთ ერთმანეთში;
ტაფაზე დავასხათ ზეთუნის ზეთი და წიწაკის ნარევი და შევასხელოთ;
გახურებულ ზეთიან-წიწაკიან მასაში შევბრაწოთ ხორცი მაღალ ცეცხლზე ოროსფრამდე, გადავაბრუნოთ და დავუწიოთ ცეცხლს;
დავაყაროთ ცოტაოდენი პილპილი და შევწვათ ბოლომდე;
დავასხათ 3 ს/კ წყალში გახსნილი 1ჩ/კ მწვანე აჯიკა და შაქარი/ძირასთან ერთად და ვშუშოთ 1 წუთი, ორივე მხრიდან გადავაბრუნოთ თან ხორცი;
ტომატ პასტა, ნიორი და ყველი ავურიოთ ბლენდერში სანამ ერთგვაროვან მასას არ მივიღებთ და გამზადებულ ცხელ ღორის ხორცთან ერთად სუფრაზე მივიტანოთ ცხლად;
გემრიელად მიირთვით!!!
0