19:58:50     30-12-2013
მანდარინის ტორტი-სუფლე -საახალწლო დესერტი
ინგრედიენტები:
მანდარინი
1 კგ
შაქრის პუდრი
215 გ
ჟელატინი
8-10 გ
კვერცხი
4
ნაღები 35 %
600 მლ
ფქვილი
60 გ
ნუშის ფირფიტები
1 ს.კ
რომი
1 ს.კ
მარილი
დანის წვერით
4 კვერცხის გული და 125 გ შაქარი გათეთრებამდე ავთქვიფოთ, ნელ-ნელა
დავამატოთ ფქვილი. ცალკე ავთქვიფოთ ცილა მწიკვ მარილთან ერთად და ფრთხილად
შევურიოთ ცომს. ქაღალდჩაფენილ ფორმაში 1 სმ სისქეზე დავასხათ ცომი და 150
გრადუსზე გამოვაცხოთ 10 წუთი.
ბისკვიტი გამოვჭრათ საშუალო ზომის ყალიბის ზომაზე. ჩავდოთ ამავე ყალიბში.
ჟელატინი
დავალბოთ ცივ წყალში, გადავწუროთ და გავადნოთ. დავაბლენდეროთ 6
მანდარინი, 50 გ შაქარი და რომი, დავამატოთ გამდნარი ჟელატინი.
ავთქვიფოთ
ნაღები 40 გ შაქართან ერთად და შევურიოთ მანდარინს. კრემი კარგად
გავაციოთ, შემდეგ ფორმაშივე დავასხათ ბისკვიტს და მაცივარში შევაბრუნოთ.
ზემოდან მოვრთოთ მანდარინის ლებნებით და ნუშის ფანტელებით.