ციხეში დაღუპული გოგა ძველაიას მამა პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავს ციხეში დაღუპული გოგა ძველაიას მამა პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავს />


  15:44:20     30-12-2013

ციხეში დაღუპული გოგა ძველაიას მამა პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავს

a27286.jpg

მიმდინარე წლის 7 ოქტომბერს ქუთაისის ციხეში დაღუპული გოგა ძველაიას მამა თენგიზ ძველია პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავს.

როგორც "პრესა.ჯი"-ს ძველაიამ აცნობა, ის შიმშილობას პარლამენტის შენობასთან დაიწყებს და პროტესტს მანამ არ შეწყვეტს, სანამ მისი შვილის მკვლელები არ დაისჯებიან.

თენგიზ ძველაია 16 წლის პატიმრის დაღუპვასთან დაკავშირებით ახალ გარემოებაზე საუბრობს.

თენგიზ ძველაია: "ჩემი შვილი წინასწარი დაკავების საკნის ნაცვლად პირდაპირ აიყვანეს მეოთხე სართულზე, სადაც სასჯელმიხდილები იხდიან სასჯელს. ჩემი ინფორმაციით, ეს იყო ციხის მაყურებლის მოთხოვნა, ციხის უფროს გოგიჩაიძესთან.

"პრესა.ჯი": პირად საუბარში ახსენეთ ახალი გარემოების შესახებ, იქნებ გვითხრათ ამ საკითხზე?

- დიახ ჩვენ გვყავს კონკრეტული მოწმე, პატიმარი ერეკლე გურაბანიძე, რომელიც იმ პერიოდში ქუთაისის ციხეში იხდიდა სასჯელს. გურაბანიძემ მოითხოვა მისი დაკითხვა ჩემი შვილის საქმესთან დაკავშირებით, თუმცა ის დღემდე არ არის დაკითხული. პატიმარი გადაიყვანეს რუსთავის 6 კოლონიაში სადაც ის დაკითხვის მოთხოვნით მეექვსე დღეა შიშილობს. ე მოწმე ადასტურებს, რომ ჩემი შვილი მოკლულია".

გოგა ძველაია ქუთაისის #2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ზეწრით ჩამომხრჩვალი 7 ოქტომბერს იპოვეს. გარდაცვლილის მამამ თავიდანვე მომხდარი დაკავებულისა და ე.წ მაყურებელს შორის არსებულ დაპირისპირებას დაუკავშირა.

თენგიზ ძველაია, აცხადებს, რომ მის შვილს წინა ნასამართლეობისას კონფლიქტი მოუვიდა ერთ-ერთ პატიმართან და მას ყბა ჩაუმტვრია. გარდაცვლილის მამის ინფორმაციით, აღნიშნული პირი ე.წ ციხის მაყურებელი გახდა და მუქარა შეასრულა.

„როდესაც გოგა ქუთაისში ციხეში გადაყავდათ, მითხრა: მამა, იქ პრობლემები მაქვსო. ვკითხე, რა ხდება-მეთქი, არადა, ვფიქრობდი, ქუთაისი უფრო ახლოს არის და უფრო ხშირად ვინახულებთ შვილს-მეთქი... ჩხუბი მოგვივიდა და ერთ-ერთს ყბა გავუტეხე, ის კი, იმ ახალ ”ზონაში” ”მაყურებელია” და ვიცი, მასთან კონფლიქტი გაგრძელდებაო. მაინტერესებს, დაახლოებით, დღის 3-4- საათზე მიყვანილ ჩემს ბავშვს რა დაემართა ისეთი, რომ რამდენიმე საათში, მეორე დილას თავი მოიკლა... თანაც, ციხის უფროსის სახელზე განცხადება დაწერა, ჩემს სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება და გთხოვთ, ცალკე კამერაში მომათავსოთო. მოათავსეს კიდეც ცალკე კამერაში, ანუ ციხის უფროსიც იყო საქმის კურსში, თუ რა ხდებოდა პატიმრებს შორის და ჩვენ რატომ არაფერი შეგვატყობინეს, ან რამე ზომები რატომ არ მიიღეს?..“,- განაცხადა ძველაიამ.

0

ავტორი: