15:14:46     30-12-2013
"ჩემი გადასაწყვეტი რომ ყოფილიყო, ფარცხალაძეს თანამდებობაზე არ დავნიშნავდი"

"ჩემი გადასაწყვეტი რომ ყოფილიყო, ფარცხალაძეს ნასამართლობის გამო თანამდებობაზე არ დავნიშნავდი"- ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილიმა თემის კომენტირებისას გააკეთა.
"რაც შეეხება ბატონი ფარცხალაძის მიმართ არსებულ ასპექტებს, გერმანიაში ნასამართლობის გამო მას ამ თანამდებობაზე დავნიშნავდი თუ არ დავნიშნავდი, ჩემი გადასაწყვეტი რომ ყოფილიყო, ალბათ არა, იმიტომ რომ ვიცი, ეს მერე იქნებოდა გამოყენებული ასეთი მიზნებისთვის. ამასობაში თანამდებობაზე უკვე დანიშნულ ფარცხალაძეს ამ ფაქტის გამო გავათავისუფლებდი თუ არა – არა, არ გავათავისუფლებდი, იმიტომ რომ, თუ დავნიშნეთ და ჩავთვალეთ, რომ ეს არა არის იმ დონის მორალური პრობლემა, მაშინ მისი ამ მიზეზით თანამდებობიდან გადაყენება იქნება არასწორი ნაბიჯი", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
0