სასწრაფოდ: პროკურატურა მერაბიშვილს პასუხობს: „ჟვანიას საქმეში იკვეთება ახალ-ახალი ამბები“ სასწრაფოდ: პროკურატურა მერაბიშვილს პასუხობს: „ჟვანიას საქმეში იკვეთება ახალ-ახალი ამბები“ />


  13:16:04     30-12-2013

სასწრაფოდ: პროკურატურა მერაბიშვილს პასუხობს: „ჟვანიას საქმეში იკვეთება ახალ-ახალი ამბები“

a27284.jpg

მთავარ პროკურატურაში ყოფილი პრემირის  იმ განცხადებას უპასუხეს, რომლის მიხედვითაც ვანო მერაბიშვილი აცხადებს, რომ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს პირისპირ შეხვედრისას ურჩია - ზურაბ ჟვანიას საქმეთან დაკავშირებით არ  გაემეორებინა წინამორბედის შეცდომა.  რათა არ გაეზარდა საზოგადოებაში ჟვანიას საქმის გახსნის მოლოდინი.

როგორც „პრესა.ჯი“-ს მერაბიშვილის განცხადების კომენტირებისას, მთავარი პროკურატურის საზოგაოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, თემურ დოლიძემ განუცხადა, მერაბიშვილი ფარცხალაძეს არ შეხვედრია და შესაბამისად, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის ეს განცხადება, სიმართლეს არ შეესაბამება.

თემურ დოლიძე: ეს შეხვედრა არ შემდგარა. შესაბამისად, მერაბიშვილის განცხადება არის სიცრუე. ეს არის პასუხი ყველა იმ კითხვისა, რომელიც ამ თემასთან დაკაშირებით გაქვთ. გიმეორებთ, რომ ფარცხალაძე მერაბიშვილს არ შეხვედრია.

„პრესა.ჯი“:  ფაქტია, რომ ჟვანიას საქმის ირგვლივ ძალიან ბევრს საუბრობენ, ეს თემა  აქტიურად განიხილება. თუმცა, საზოგაოებას კი პასუხები არ აქვს დაგროვილ კითხვებზე, თქვენი უწყება არ ასაჯაროვებს გამოძიების მიმდინარეობის შესახებ  ინფორმაციას...

- მე შემიძლია გითხრათ, რომ გამოძიება ერთი წუთით არ ჩერდება. გამოძიება ძალიან სპეციპიკური საკითხია. მე არ ვარ იურისტი, მაგრამ ჩემი ინფორმაციით, ჟვანიას საქმეში  იკვეთება ახალ-ახალი ამბები, რაც მე ვიცი ასე ზედაპირულად.

- გამოიკვეთნენ კონკრეტული დამნაშავეები?

- ამას ვერ გეტყვით, მე არ ვერევი საგამოძიებო მოქმედებებში ჩართული. მე ვხელმძღვანელობ უწყების პრეესამსახურს. ესაა და ეს. ვერც ვადებს დაგისახელებთ, როდის დაიდება კონკრეტული შედეგები. ვიცი რომ მიმდინარეობს გამოძიება ძალიან ინტენსიურად. 

0

ავტორი: