შემწვარი ღორის ხორცი პომიდვრით სოუსით შემწვარი ღორის ხორცი პომიდვრით სოუსით />


  09:58:46     30-12-2013

შემწვარი ღორის ხორცი პომიდვრით სოუსით

a27274.jpg

მასალა:

ღორის ხორცი 500 გრ.
პომიდორი 250 გრ.
ხახვი 150 გრ.
ნიორი 20 გრ.
ღორის ქონი 50 გრ.
ლუდი 50 მლ.ლ.
აჯიკა გემოვნებით
კარტოფილი 500 გრ.
ზეთი 70 მლ.ლ.
მარილი, პილპილი

მომზადება:

ღორის ხორცი დაჭერით საშუალო ზომის ნაჭრებად და შეწვით თავისივე ქონში ტაფაში ჯერ მაღალ, შემდეგ საშუალო ცეცხლზე.
შემწვარი ღორის ხორცი გადაიღეთ ცხიმის გარეშე ცალკე ჭურჭელში.
ახალ ტაფაში ჩაასხით ცოტაოდენი ერბო და ზეთი, გაცხელებისთანავე ჩაყარეთ წვრილად დაჭრილი ხახვი.
ლუდში გახსენით აჯიკა, გახეხილი ნიორი და დაასხით მიღებული ნაზავი მოშუშულ ხახვს.
ლუდის აორთქლებისთანავე ჩაყარეთ ტაფაში წვრილად დაჭრილი პომიდორი.
შუშეთ პომიდვრის წვენის ამოშრობამდე და დაამატეთ შემწვარი ღორის ხორცის ნაჭრები.
კარგათ მოურიეთ, ტაფას დაახურეთ თავსახური და გააჩერეთ ორი სამი წუთის განმავლობაში.
სუფრაზე კერძი მიიტანეთ დიდ ლანგარზე კარტოფილის ფაფასთან ან შემწვარ კარტოფილთან ერთად. 0

ავტორი: