00:03:48     28-12-2013
„ზღვის ნიჟარა“
ეს კერძი საინტერესოდ და ძალიან ლამაზად გამოიყურება სუფრაზე. გულსართად შეგვიძლია აბსოლუტურად განსხვავებული სალათიც ვიხმაროთ, თქვენზეა დამოკიდებული...
მასალა:
• 5 მრგვალი ბუბლიკი;
• 2 კვერცხი;
• 100გრ მოხარშული კრევეტები;
• 50 გრ წითელი ხიზილალა;
• მაიონეზი;
• მარილი;
• ზეთი;
მოსართავად:
• 5 მწყრის კვერცხი;
მომზადება:
ბუბლიკები გავჭრათ შუაზე, მაგრამ ბოლომდე არა...
დაბლითა ნაჭრიდან ამოვიღოთ გული დავყაროთ ტაფაზე და შევწვათ ზეთში ოქროსფრამდე.
კვერცხი გავხეხოთ წვრილ სახეხზე.
კრევეტები დავჭრათ წვრილად. ავურიოთ სუხარიკები, კვერცხი, კრევეტები და ხიზილალა.
შევაზაოთ მაიონეზით, მოვაყაროთ ცოტაოდენი მარილი.
ბუბლიკები ამოვავსოთ სალათით, რომ არ დაიხუროს შვუდგათ ხის პატარა ჯოხები, გავაფორმოთ მწრის კვერცხებით და ხიზილალათი მივამგვანოთ ნიჟარას winked , თუ მწყრის კვერცხი არ გვაქვს, მაშინ ამოვჭრათ ქათმის კვერცხიდან ოვალი.
გემრიელად მიირთვით!
0