ნინო ქადაგიძე-ჟვანია: რატომ უნდათ ნერვები მომიშალონ? ნინო ქადაგიძე-ჟვანია: რატომ უნდათ ნერვები მომიშალონ? />


  15:12:52     26-12-2013

ნინო ქადაგიძე-ჟვანია: რატომ უნდათ ნერვები მომიშალონ?

a27225.jpg

„პრესა.ჯი“-ზე, დღეს გამოქვეყნებულმა ინტერვიუმ, სადაც ყოფილი დეპუტატი და ზურაბ ჟვანიას მეგობარი, პეტრე მამარაძე აცხადებს, რომ ექს-პრემიერი უბედური შემთხვევის მსხვერპლი გახდა და ის არ მოუკლავთ, საზოგადოების დიდი ინტერესი  გამოიწვია.

„პრესა.ჯი“-სთან საუბრისას, მამარაძე ამბობს: „არ მესმის ზურაბ ჟვანიას ძმის, გოგლა ჟვანიას პოზიცია.  FBI-ს დასკვნა ბოლომდე საზოგადოებისთვის საჯარო არაა, მაგრამ ცნობილია ზურაბ ჟვანიას ოჯახისთვის. მას შეკითხვები აღარ უნდა ჰქონდეს ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით. 

მან ყველაფერი იცის. ზურაბ ჟვანია უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა. სააკაშვილს მის გარდაცვალებაში ბრალი არ მიუძღვის“, - აცხადებს ჟვანიას მეგობარი და თანამებრძოლი, პეტრე მამრაძე.

მისი ამ განცხადების შემდეგ, „პრესა.ჯი“ ჟვანიას მეუღლეს, ქალბატონ ნინო ქადაგიძე-ჟვანიას დაუკავშირდა კითხვით: რა წერია FBI-ს დასკვნაში, რომელიც მამრაძის ინფორმაციით, ოჯახს გადაეცა?

ნინო ქადაგიძე ჟვანია: „რატომ უნდათ ნერვები მომიშალონ? ხო ვთქვი, რომ კომენტარს არ ვაკეთებ. აზრს ვერ ვხედავ, უბრალოდ. სანამ არ მორჩება ყველაფერი, არაფერს არ ვიტყვი. არ მაინტერესებს... არ მინდა ნერვები მომეშალოს ვიღაც პეტრეზე. რაც უნდა ის ილაპარაკოს მაგან... არ გავაკეთებ კომენტარს!  

იხილეთ პეტრე მამრაძის ინტერვიუ: 

0

ავტორი: