14:49:18     26-12-2013
სუბარი მინისტრის სავარძელს ემშვიდობება და ივანიშვილის ფონდს ჩაიბარებს

"presa.ge" ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინ წერდა იმის შესახებ რომ პრემიერი ღარიბაშვილი, სოზარ სუბარის მოხსნას გეგმავს. ცხადია, სასჯელაღსრულების სამინისტროში, ჩვენს მიერ გავრცელებული ინფორმაცია კატეგორიულად უარყვეს. თუმცა, ჩვენი ინფორმაციით, სუბარს ღარიბაშვილი მომავალ კვირას მოხსნის, მის ნაცვლად კი, სასჯელაღსრულების მინისტრის პოსტზე, სავარაუდოდ, ალექსანდრე ჭიკაიძეს წარადგენს.
რაც შეეხება სასჯელაღსრულების მინისტრებიდან ყველაზე სუსტ და შეიძლება ითქვას, არაადეკვატურ მინისტრს, სოზარ სუბარს, ის ივანიშვილის ერთ-ერთ ფონდს უხელმძღვანელებს. მინისტრის სავარძელს კი, საბოლოოდ გამოემშვიდობება.
ასეთი საკადრო გადაადგილების შემთხვევაში, ჯერჯერობით, ზუსტ ინფორმაციას არ ვფლობთ იმის შესახებ, თუ ვინ დაიკავებს შს მინისტრის პოსტს. ერთ-ერთი ვერსიით, შს მინისტრად, შესაძლოა, ალექსანდრე ჭიკაიძის ერთ-ერთი მოადგილე წარადგინონ.
გავრცელებული ინფორმაციით, სუბარის მოხსნის მიზეზი ციხე-კოლონიებში შექმნილი ურთულესი მდგომარეობა, იქ მომხდარი მკვლელობები, ძალადობის ფაქტები და ე.წ. მაყურებელთა ინსტიტუტის გაძლიერება გახდა.
0