დაამზადეთ რაფაელო სახლში (მარტივი რეცეპტი) დაამზადეთ რაფაელო სახლში (მარტივი რეცეპტი) />


  17:37:40     25-12-2013

დაამზადეთ რაფაელო სახლში (მარტივი რეცეპტი)

a27198.jpg

ეს ღვთაებრივი, უგემრიელესი და უნაზესი დესერტი ძვირი სიამოვნებაა, სწორედ ამიტომ ჩვენ გასწავლით როგორ დაამზადოთ ის სახლის პირობებში. მიუხედავად იმისა, რომ ამ ტკბილეულის მომზადების უამრავი რეცეპტი არსებობს, ჩვენ გთვაზობთ მარტივსა და ოპტიმალურს.

ინგრედიენტები:

შესქელებული რძე – 1 ქილა;
კარაქი – 200გრ;
ნუში – 1 ჭიქა;
ვანილი – 1 შეკვრა;
ქოქოსის ფხვნილი -200გრ;

მომზადების წესი:

კარაქი ავთქვიფოთ ვანილთან და შესქელებულ რძესთან ერთად. შემდეგ ამ მასას ვუმატებთ ქოქოსის კაკლის ფხვნილს.
ყველაფერს კარგად ავურევთ და 2 საათით მაცივარი შევდგავთ.

ნუში გავასუფთაოთ და მოვხალოთ დაბალ ცეცხლზე.
გამოვიღოთ ქოქოსიანი მასა მაცივრიდან და გავაკეთოთ პატარა ბურთულები. თითოეული ბურთის შუაგულში მოხალული ნუში მოათავსეთ, შეგიძლიათ ნუში მოხალული ქართული თხილითაც ჩაანაცვლოთ.
ეს ბურთულები ამოვავლოთ ქოქოსის ფხვნილში და კიდევ 2 საათით შევდგავთ მაცივარში.

გემრიელად მიირთვით!!!

0

ავტორი: