17:36:04     24-12-2013
"ბერკუტის" მიერ ნაცემი მაზურენკო საავადმყოფოში გარდაიცვალა
უკრაინული მედიის ცნობით, "ბერკუტის" მიერ ნაცემი ევროინტეგრაციის ერთ-ერთი მომხრე და ოპოზიციის მხარდამჭერი, მიღებული ტრავმებისგან კიევის საავადმყოფოში გარდაიცვალა.
გავრცელებული ინფორმაციით, 41 წლის პაველ მაზურენკო კიევში, "ბერკუტის" წევრებმა რამდენიმე დღის წინ სცემეს. მედიის ცნობით, როგორც მოგვიანებით მაზურენკომ მეგობრებს განუცხადა, ის "მაიდანის" აქციებში მონაწილეობის გამო სცემეს.
გარდაცვლილის ერთ-ერთი მეგობრის განცხადებით, პაველ მაზურენკოს "ბერკუტის" წევრები 18 დეკემბერს დახვდნენ და საბუთები მოსთხოვეს. თუმცა, ვინაიდან გარდაცვლილს პასპორტი არ აღმოაჩნდა, ის სასტიკად სცემეს.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ბერკუტის" წევრები ლოვოვიდან კიევში ჩასულ სტუდენტებს სასტიკად გაუსწორდნენ "მაიდანზე" მიმდინარე საპროტესტო აქციებში მონაწილეობის მიღების გამო.
0