14:46:36     24-12-2013
რამ და ვინ შეაშინა ნარმანია?

"მე თქვენ მირეკავთ პირად ნომერზე, ადრეც დამირეკეთ. აწი ასე აღარ გაგრძელდება. თქვენ ჯერ ჩემ პრესსამსახურს დაუკავშირდით და მას შეუთანხმეთ თემა", - გვითხრა ინფრასტრუქტურისა და რეგიონალური განვითარების მინისტრმა და ქართული ოცნების თბილისის მერობის კანდიდატმა, დავით ნარმანიამ მას შემდეგ, რაც მას ოთარ ფარცხალაძის შესაძლო ნასამართლეობაზე ვკითხეთ...
როგორც ჩანს, ბატონი მინისტრი სწორედ ამ კითხვამ შეაშინა, რადგან, კითხვის დასმამდე მას პრეტენზია არ გამოუთვამს იმის შესახებ რომ "გავბედეთ და პირად ნომერზე დავუკავშირდით"...
მიუხედავად ამისა, ჩვენ პრესსამსახურს მაინც დავურეკეთ და როგორც "ნარმანიამ მიგვითითა", თემა შევუთანხმეთ. თუმცა, სხვა მინისტრებისგან განსხვავებით, მან უშუალოდ მისი კონკურენტის, გიგი უგულავას განცხადების კომენტირება, რომელიც მთავარი პროკურორის შესაძლო ნასამართლეობას შეეხებოდა, ვერ გაბედა...
"უგულავას განცხადებასთან დაკავშირებით, მინისტრი კომენტარს არ გააკეთებს", - გადმოგვცა ნარმანიას პოზიცია მისმა პრესსამსახურმა.
0