14:26:48     24-12-2013
ზაქარეიშვილი: უგულავებს და მერაბიშვილებს სხვა საქმე არ აქვთ. მე კი უამრავი საქმე მაქვს...

რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, პაატა ზაქარეიშვილი აცხადებს, რომ მთავრობას გიგი უგულავას განცხადებაზე, რომლიც მთავარი პროკურორის ნასამართლეობას ეხებოდა, ამ დრომდე არ უმსჯელია. როგორც „პრესა.ჯი“-ს ზაქარეიშვილმა, გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას განუცხადა, მას უგულავას განცხადების სისწორის არ სჯერა.
„პრესა.ჯი“: იმსჯელეთ თუ არა, მთავრობის კანცელარიაში, მთავარი პროკურორის წარსულის შესახებ, რომელიც მის ნასამართლეობას შეეხება?
პაატა ზაქარეიშვილი: ამ თემაზე რომ გვემსჯელა, უგულავას განცხადება წინა ხუთშაბათს უნდა გაეკეთებინა, რადგან მთავრობის სხდომა სწორედ გასულ ხუთთაბათს გაიმართა.
- რა პოლიტიკური შეფასების გაკეთება შეგიძლიათ უგულავას განცხადებაზე?
- მგონია, რომ უგულავას უნდა მოსახლეობამ ყურადღება გადაიტანოს მისი საქმიდან სხვა თემაზე. მთავარი პროკურორის ნასამართლეობის დამტკიცებას კი მეტი მტკიცებულება სჭირდება.
საინტერესოა, რომ უგულავამ მას შემდეგ გაიხსენა ის ფაქტები, რომელიც მისი თქმით ფარცხალაძეს ეხება, როცა მას პრობლემები შეექმნა პროკურატურასთან. აშკარად ყურით მოთრეული თემაა. ამიტომ, სჯობია რომ დაველოდოთ კომპეტენტური ორგანოების პასუხს აღნიშნულ საკითხზე.
- თქვენი თანაპარტიელი დავით ზურაბიშვილი აცხადებს რომ თუ ოთარ ფარცხალაძე მართლაც ნასამართლევია, მან პროკურორის პოსტი უნდა დატოვოს, ეთანხმებით მის ამ განცხადებას?
- ზურაბიშვილის ეს განცხადება მე არ მინახავს, უნდა გავეცნო და შემდეგ გავაკეთებ კომენტარს.
- იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდა ფარცხალაძის ნასამართლეობა, როგორი იქნება თქვენი პოზიცია?
- ჯერ დადასტურდეს ოფიციალურად ეს განცხადება და მერე გეტყვით, თუ როგორი იქნება ჩემი
პოზიცია.
- მთავარ პროკურორს ზეწოლაში პატიმრობაში მყოფი მერაბიშვილიც ადანაშაულებს...
- უგულავებს და მერაბიშვილებს სხვა საქმე არ აქვთ. მე კი უამრავი საქმე მაქვს...
P.S: შეგახსენებთ რომ გუშინ გიგი უგულავამ გააკეთა განცხადება, რომლის მიხედვითაც მტავარი პროკურორი ყაჩაღური ქურდობისთვისაა გასამარტელბული. მან წარმოადგინა დოკუმენტები და აღნიშნა რომ ოთარ ფარცხალაძე სასჯელს გერმანიის ერთ-ერთ კოლონიაში იხდიდა.
თავად მთავარ პროკურორს საპასუხო განცხადება ჯერ არ გაუკეთებია. გავრცელებული ინფორმაციით, ის პირადად გასცემს პასუხს უგულავას ბრალდებებს. 0