13:15:01     24-12-2013
ანი მიროტაძე: ჩვენი ხელისუფლება მაღალ თანამდებობებზე სუფთა ბიოგრაფის მქონე პირებს ნიშნავს

უმრავლესობის ერთ-ერთ წევრს ანი მიროტაძეს გიგი უგულავას მიერ გუშინ გაკეთებული განცხადების ავთენტურობაში ეჭვი შეაქვს, თუმცა პირობას დებს, რომ მთავარი პროკურორის წარსულით დაინტერესედება.
ანი მიროტაძე: მე ეჭვი მეპარება ამ ინფორაციის სისწორეში. მგონია, რომ ეს გაკეთდა მორიგი პიარისთვის. თქავენთვის ცნობილია, რომ პროკურატურამ ძალიან მნიშვნელოვანი საქმეების გამოძიება დაიწყო და ჩემი აზრით, უგულავას ეს განცხადება ამ უწყების დისკრედიტაციას ემსახურება.
თუმცა, ამის მიუხედავად, ხელისუფლება უგულავას ამ განცხადებას არ დატოვებს ყურადღების გარეშე და დოკუმენტების წარმომავლობას აუცილებლად გადავამოწმებთ.
„პრესა.ჯი“: ფარცხალაძე სკანდალში გაეხვა, უგულავა მისი კრიმინალური წარსულის შესახებ შესახებ საუბრობს. რა გეგმა აქვს უმრავლესობას?
- უგულავას სიტყვების, სიმართლე გითხრათ, არ მჯერა. უნდა დავრწმუნდე რომ ეს დოკუმენტები ავთენტურია და ამის შემდეგ შემიძლია განცხადებები და შეფასებები გავაკეთო. მაინტერესებს ამ დოკუმენტების წარმომავლობა.
- თუ დადასტურდება მთავარი პროკურორის ნასამართლეობა?
- „თუზე“ მე ვერ ვილაპარაკებ, თუ ამ ადამიანს ბიოგრაფიაში აქვს რამე ისეთი, რაც კანონს ეწინააღმდეგება, ეს ჯერ უნდა გაირკვეს. ძალიან მაინტერესებს საიდან მოხვდა უგულავას ხელში ეს დოკუმენტები. უნდა დაგვიმტკიცოს მან ამ დოკუმენტების წარმომავლობა.
- ნაციონალურ მოძრაობაში აცხადებენ რომ ეს დოკუმენტაცია საერთაშორისო ორგანიზაციებისგან მიიღეს...
- თქვან რომელმა ორგანიზაციამ მიაწოდა ეს დოკუმენტი. მე მაინც მგონია რომ ეს იყო პიარისთვის გაკეთებული განცხადებები, ვინაიდან ეს ადამიანები წლების განმავლობაში ქვეყანას პიარის მეთოდებით მართავდნენ.
ძალიან საინტერესოა, ფარცხალაძე ხომ 2008 წელს შს სამინისტროში მუშაობდა... რატომ არ დაინტერესდნენ მისი წარსულით? თუ არ აინტერესებდათ ვის აწინაურებდნენ და ნიშნავდნენ თანამდებობებზე?
- ახლანდელი ხელისუფლება დაინტერესდება ფარცხალაძის წარსულით?
- რა თქმა უნდა. ჩვენი ხელისუფლება მაღალ თანამდებობებზე სუფთა ბიოგრაფის მქონე პირებს ნიშნავს. ახალ ხელისუფლებას აქვს ამის მოტივაცია.
0