ემინემი ჩაის რეკლამაში მილიონ დოლარს მიიღებს ემინემი ჩაის რეკლამაში მილიონ დოლარს მიიღებს />


  14:36:18     03-02-2011

ემინემი ჩაის რეკლამაში მილიონ დოლარს მიიღებს

a3402.jpg

კომპანია „Lipton“ – მა, თავის ახალ რეკლამაში, რეპმომღერალ ემინემის სახე გამოიყენა. როგორც „ნიუ იორკ თაიმსი“ იუწყება, ემინემი რეკლამაში მონაწილეობისათვის მილიონზე მეტ დოლარს მიიღებს. სარეკლამო როლიკის პრემიერა აშშ–ის ეროვნული საფეხბურთო ლიგის პრემიერაზე შედგება, რომელიც 6 თებერვლისთვის იგეგმება. როლიკი ქსელში ჯერ არ გამოჩენილა. გამოცემის წყაროები, რეკლამას მოიხსენიებენ, როგორც „ძალიან  სასაცილოს.“  მასში მულტიპიკაციური ფორმით აღწერილია ემინემის ცხოვრების ერთი დღე. მომღერალი კონკრეტულად ბრენდ   „Lipton Brisk“ – ს გაუწევს რეკლამირებას, რომელსაც კომპანია „პეპსისთან“ ერთად უშვებს. ამერიკის შეერთებულ შტატებში, ამ ბრენდმა პოპულარობა სწორედ ცნობილ ადამიანებზე გაკეთებული მულტიპიკაციური როლიკებით მოიპოვა. მათ შორის იყვნენ: ბრუს ლი, დენი დე ვიტო, ოზი ოსბორნი და სხვები. ამერიკელი რეკლამის შემქნელები ცდილობენ თავიანთი საუკეთესო რეკლამა სწორედ  „Super Bowl“–ზე განათავსონ, რადგან ამერიკული ფეხბურთის ჩემპიონატის ფინალი ტელემაყურებლებში ძალიან პოპულარულია.
0

ავტორი: