რა განცხადების გაკეთებას გეგმავს თეა წულუკიანი? რა განცხადების გაკეთებას გეგმავს თეა წულუკიანი? />


  11:36:18     24-12-2013

რა განცხადების გაკეთებას გეგმავს თეა წულუკიანი?

a27151.jpg

იუსტიციის სამინისტროს ამ დრომდე არ აქვს პასუხი, რა პოზიციას დაიკავებს თეა წულუკიანი ყაჩაღობაში დადანაშაულებულ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძესთან დაკავბშირებით. როგორც „პრესა.ჯი“-ს, გიგი უგულავას მიერ გუშინ გაკეთებული განცხადების კომენტირებისას უწყების პრესსამსახურში განუცხადეს, იუსტიციის მინისტრი საქართველოში არ იმყოფება და შესაბამისად, აღნიშნულ საკითხზე კომენტარს ჯერ ვერ  გააკეთებს.

იუსტიციის სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, რომ თეა წულუკიანთან ერთად საზღვარგარეთაა უწყების პრესსამსახურის ხელმძღვანელიც.

„გიგი უგულავას გუშინ გაკეთებულ განცხადებაზე კომენტარს ვერ გავაკეთებთ, იმ მარტივი მიზეზის გამო რომ საქართველოში არ იმყოფება მინისტრი. მასთან ერთად საზღვარგარეთაა პრესსამსახურის ხელმღვანელიც“,- განუცხადეს „პრესა.ჯი“-ს იუსტიციის სამინისტროში. მიუხედავად ამისა, უწყებაში ამბობენ რომ წულუკიანი უახლოეს საათებში გააკეთებს განცხადებას.

შეგახსენებთ, რომ გიგი უგულავამ გუშინ საგანგებო ბრიფინგი გამართა, სადაც მთავარი პროკურორის ნასამართლეობაზე ისაუბრა. უგულავა ირწმუნება, რომ ოთარ ფარცხალაძე გერმანიაში გასამართლებულია ყაჩაღური ქურდობისთვის.

გიგი უგულავამ იმედი გამოთქვა, რომ  იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი "გაისიგრძეგანებს ვალდებულებას, რომელიც მას, როგორც მთავარი პროკურორის წარმდგენს გააჩნია და ამ საქმეს გერმანიიდან გამოითხოვს".

0

ავტორი: