03:22:31     23-12-2013
ტორტი "რაფაელო"
მასალა:
ბისკვიტისთვის:
2 ცალი კვერცხი,
1ჭიქა შაქარი,
120გ, მარგარინი,
100მლ. ცხელი რძე,
ფქვილი,
1 ჩ/კ სოდა.
კრემისთვის:
400მლ. არაჟანი,
1ჭიქა შაქრის პუდრი,
ქოქოსის ნაფხვენები.
მომზადება:
კვერცხი ათქვიფეთ შაქართან ერთად. დაუმატეთ რძეში გახსნილი სოდა, დაასხით გამდნარი მარგარინი და დაუმატეთ იმდენი ფქვილი, რომ მიიღოთ რბილი ცომი. ცომი ადვილად უნდა ბრტყელდებოდეს.
დაყავით ცომი 5-6 ნაწილად, გააბრტყელეთ და სათითაოდ გამოაცხვეთ ცხიმწასმულ, ფქვილმოყრილ თუნუქის ფურცელზე. კრემის მოსამზადებლად ათქვიფეთ ცივი არაჟანი შაქრის პუდრასთან ერთად.
თითოეულ ფენას წაუსვით კრემი, მოაყარეთ ქოქოსი და დაადეთ ერთამანეთს. ტორტის გვერდებიც და ზედაპირიც დაფარეთ ქოქოსის ნაფხვენებით.
0