14:22:54     22-12-2013
სასამართლოს განცხადება უგულავას თანამდებობიდან გადაყენების შესახებ
"სასამართლოს განჩინებით, დედაქალაქის მერი თანამდებობიდან გადაყენებულია სისხლის სამართლის საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებამდე. სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის დასაბუთებული ვარაუდი იმის შესახებ, რომ წარდგენილი ბრალდება პირდაპირ უკავშირდება თბილისის მერის საქმიანობას.
გიგი უგულავას თანამდებობაზე დარჩენით ხელი შეეშლება გამოძიებას და საქმეზე მტკიცებულებების მოპოვებას. გამოძიებისთვის ხელშეშლის თავიდან აცილების მიზნით სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია ბრალდებულის თანამდებობიდან გადაყენება", - განაცხადა ეკა არეშიძემ.
სპიკერ-მოსამართლის განმარტებით, სასამართლო უფლებამოსილია, თანამდებობიდან გადაყენების საკითხი განიხილოს როგორც ზეპირი მოსმენით, ასევე მის გარეშე, გიგი უგულავას შემთხვევაში კი სასამართლომ ამგვარი არჩევანი გააკეთა. "ზოგადად, გავრცელებული პრაქტიკაა, როდესაც მსგავსი შუამდგომლობა ზეპირი მოსმენის გარეშე იხილება", - აღნიშნა ეკა არეშიძემ.
თბილისის საქალაქო სასამართლომ გუშინ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა და დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა გიგი უგულავას თანამდებობიდან გადაყენების თაობაზე.
0