საახალწლო სალათა საახალწლო სალათა />


  19:11:50     21-12-2013

საახალწლო სალათა

a27098.jpg

იმისათვის, რომ თქვენი საახალწლო სუფრა განსაკუთრებული და ყველასგან გამორჩეული იყოს ჩვენ მარტივ ხერხებს გთავაზობთ. დღეს წარმოგიდგენთ სალათას, რომელიც 31 დეკემბრის 12 საათზე თქვენს სუფრას აუცილებლად უნდა ამშვენებდეს… მაშ ასე.

ინგრედიენტები:

300 გრ. ქათმის რბილობი

5 ც. კვერცხი

150 გრ. შავი ქლიავი

100 გრ. ნიგოზი

100 გრ. ყველი

1 ც. სტაფილო

მაიონეზი

მარილი – გემოვნებით.

მომზადების წესი:

ქათმის რბილობი მოხარშეთ და წვრილად დაჭერით. კვერცხი მოხარშეთ, ცილა და გული ცალ-ცალკე დახეხეთ წვრილ სახეხზე.

ნიგოზი დააქუცმაცეთ ბლენდერში ან გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში. შავი ქლიავი დააქუცმაცეთ. ყველი დახეხეთ წვრილ სახეხზე.

თეფშზე დადეთ ქათმის ფილე, მოაყარეთ მარილი და გადაუსვით მაიონეზი. მოაყარეთ კვერცხის გული და თხლად წაუსვით მაიონეზი.

ზემოდან დაადეთ შავი ქლიავი და მაიონეზი, შემდეგ ყველი და ისევ მაიონეზი, მოაყარეთ ნიგოზი და გადაუსვით თხლად მაიონეზი და მთლიანად დაფარეთ დაქუცმაცებული კვერცხის ცილით.

ციფერბლატი გააკეთეთ წვრილად დაჭრილი სტაფილოთი. შეგიძლიათ მორთით თქვენი გემოვნებით.

სუფრასთან ჩაციებული მიითანეთ.

გემრიელად მიირთვით!!!

0

ავტორი: