სოჭის ოლიმპიადას ბოიკოტს ლიტვის პრეზიდენტიც უცხადებს სოჭის ოლიმპიადას ბოიკოტს ლიტვის პრეზიდენტიც უცხადებს />


  11:37:54     20-12-2013

სოჭის ოლიმპიადას ბოიკოტს ლიტვის პრეზიდენტიც უცხადებს

a27077.jpg

სოჭის ოლიმპიადას ბოიკოტს ლიტვის პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტეც უცხადებს. როგორც ლიტვის პრეზიდენტმა აღნიშნა, ეს გადაწყვეტილება რუსეთის ამჟამინდელი პოლიტიკის გამო მიიღო.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ერთ-ერთი მიზეზი ლიტვის მიმართ რუსეთის მიერ გატარებული სანქციებიცაა. "ვერ ვხედავ სოჭის ოლიმპიადაზე გამგზავრების პოლიტიკურ შესაძლებლობას, შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე; რუსეთში ვხედავ ადამიანის უფლებების დარღვევას, მის დამოკიდებულებას აღმოსავლეთ პარტნიორების, მათ შორის ლიტვის მიმართ და ჩვენს წინააღმდეგ გატარებულ ეკონომიკურ სანქციებს", - განუცხადა ლიტვის პრეზიდენტმა ჟურნალისტებს ბრიუსელში.

შეგახსენებთ, რომ 2014 წლის სოჭის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს ასევე არ დაესწრებიან აშშ-ის, საფრანგეთისა და გერმანიის პრეზიდენტები. საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეილებით, სოჭში არ ჩავა საქართველოს მთავრობაც.

0

ავტორი: