00:57:22     20-12-2013
ღორის ხორცი ანანასით
ინგრედიენტები:
ღორის ხორცი
500 გ
კონსერვირებული ანანასი
5-7 რგოლი
ანანასის წვენი, კონსერვიდან
150 მლ
სოიოს სიუსი
50 მლ
ხახვი
1
ნიორი
1 კბილი
მარილი
წითელი წიწაკა, დაფქული
ხორცი დავჭრათ საშუალო ნაჭრებად. ზედმეტი სისველე ქაღალდის ხელსახოცით
შევაშროთ და შევწვათ საშუალო ცეცხლზე. თუ ერთბაშად ჩავყრით ხორცს ქვაბში,
შეწვის ნაცვლად ჩაიშუშება, ამიტომ სჯობს ორ ნაწილად გავყოთ. შემწვარი ხორცი
ამოვიღოთ და იმავე ცხიმში შევბრაწოთ დაჭრილი ანანასი, ისე რომ
დაკარემელიზდეს. შემდეგ ჩავამატოთ წვრილად დაჭრილი ხახვი და ნიორი,
ჩავაბრუნოთ სანახევროდ შემწვარი ხორციც. ჩავამატოთ ანანასის სეროფი და
სოიოს სოუსი, ამოვურიოთ და დაბალ ცეცხლზე დავასრულოთ მომზადება ხორცის
მზაობამდე. მარილი და წიწაკა გემოვნებით. გარნირად უხდება მოხარშული,
გრძელი ბრინჯი.
ამ კერძის მომზადება ცოცხალი ანანასითაც შეიძლება. გავფცქვნათ ანანასი, დავჭრათ, გული ამოვაცალოთ. მოვაგროვოთ დაჭრის შემდეგ გაშვებული წვენი, შევავსოთ ბულიონით ან წყლით და მასში მოვშუშოთ ხორცი.
0