ისპანახი მჭადის კალათებში ისპანახი მჭადის კალათებში />


  00:55:40     20-12-2013

ისპანახი მჭადის კალათებში

a27046.jpg

ისპანახი ქართული სამზარეულოს ტრადიციული და პოპულარული კერძია. მისი მომზადება მარტივია, ჩვენ კი სერვირების ახალ ფორმას გთავაზობთ. მჭადის კალათებში მოთავსებული ისპანახი არა მხოლოდ გემრიელი კერძია, ის სუფრასაც ძალზე გაალამაზებს და გაახალისებს. ინგრედიენტები: ისპანახის ფხალი 300 გ სიმინდის ფქვილი 200 გ მარილი ზეთი წყალი მჭადის ცომისთვის
ჩვეულებრივი წესით მოვამზადოთ მჭადის ცომი.

ტარტალეტების საცხობ ფორმებს ფუნჯით წავუსვათ ზეთი.

მჭადის ცომის პატარა გუნდა ფორმაში ჩავდოთ, ხელით თანაბრად გავაბრტყელოთ და ძირსა და კედლებზე გადავანაწილოთ.ზემოდანაც გადავუსვათ ზეთი. ფორმები გამოსაცხობად შევდგათ ღუმელში. როდესაც გამოცხვება, ფორმებიდან ამოვიღოთ, შევაგრილოთ და ამოვავსოთ ისპანახის ფხლით. ზემოდან შეგვიძლია მოვრთოთ ბროწეულის მარცვლებით.

ისპანახის ნაცვლად შეგვიძლია გამოვიყენოთ სხვა ფხალი ან კუჭმაჭი.

0

ავტორი: