„ოცნების“ დეპუტატი შავგულიძე, მერაბიშვილის განცხადების შესახებ გამოძიების დაწყებას ითხოვს „ოცნების“ დეპუტატი შავგულიძე, მერაბიშვილის განცხადების შესახებ გამოძიების დაწყებას ითხოვს />


  18:50:01     19-12-2013

„ოცნების“ დეპუტატი შავგულიძე, მერაბიშვილის განცხადების შესახებ გამოძიების დაწყებას ითხოვს

a27043.jpg

უმრავლესობის დეპუტატი და ადვოკატი, შალვა შავგულიძე აცხადებს რომ პროკურატურამ ვანო მერაბიშვილის განცხადებაზე გამოძიება აუცილებლად უნდა დაიწყოს. როგორც „პრესა.ჯი“-ს შავგულიძემ განუცხადა, ამის გაკეთებას უწყებას კანონი ავალდებულებს.

„პრესა.ჯი“: პროკურატურაში ვანო მერაბიშვილის განცხადებას სასაცილოს უწოდებენ და ექსპრემიერზე შესაძლო ზეწოლის ფაქტზე გამოძიების დაწყებას არ აპირებენ...

შალვა შავგულიძე:  მე არ მომისმენია პროკურატურის ოფიციალური განცხადება იმასთან დაკავშირებით რომ ისინი მერაბიშვილის განცხადებაზე გამოძიების დაწყებას არ აპირებენ.

-„პრსა.ჯი“-სთან საუბარში უწყების პრესსამსახურის პრესსამსახუმა განაცხადა რომ პროკურატურას მერაბიშვილის განცხადებისთვის არ სცალია და შესაბამისად გამოძიებაც არ ჩატარდება...

- პროკურატურას არ გაუკეთებია ოფიციალური განცხადება, რომ სასამართლოზე ნახსენებ განცხადებაზე გამოძიების დაწყებას არ აპირებს.

რაც შეეხება ჩემ პოზიცის,  პირადად მე, არ მჯერა მერაბიშვილის განცხადების ავთენტურობის.  საკმაოდ დიდი გამოცდილება მაქვს საადვოკატურო საქმიანობისა, ამიტომ დარწმუნებული ვარ რომ მერაბიშვილის განცხადება სიმართლეს არ შეესაბამება.

- ავალდებულებს თუ არა კანონი პროკურატურას გამოძეიება დაიწყოს პატიმრის მსგავს სკანადალურ განცხადებაზე?

- ვინაიდან მერაბიშვილის მხრიდან გაკეთდა ასეთი განცხადება, რა თქმა უნდა, ვითხოვ რომ ჩატარდეს გამოძიება და შედეგი ეცნობოს საზოგადობას.

- თბილისის მოქმედი მერისთვის ბრალის წარდგენას ოპოზიცია პოლიტიკურ ზეწოლად აფასებს...

- ოპოზიციის განცხადება რა მიზანსაც ემსახურება, გასაგებია. მათ უნდათ გაატარონ ეს ყველაფერი პოლიტიკურ სარჩულში. მაგრამ დასაბუთება, თუ რატომ არის პროკურატურის ბრალდება პოლიტიკური, მათგან ვერ მოვისმინეთ. 

0

ავტორი: