23:05:21     18-12-2013
შტოლენი -გერმანული საშობაო ნამცხვარი ჯანჯაფილითა და ცუკატებით
უგემრიელესი საშობაო შტოლენის რეცეპტი თქვენთვის. მერწმუნეთ, მისი მომზადება ნამდვილად ღირს!
შტოლენი შობამდე 1-3 კვირით ადრე მზადდება და შეფუთული ინახება დღესასწაულამდე. ძალიან სურნელოვანი და გემრიელია.
ინგრედიენტები:
კარაქი - 400 გრ
ქიშმიში ( შავიც და თეთრიც) - 500 გრ
ფერადი ცუკატები - 100 გრ
ნუში, დაჭრილი - 250 გრ
კვერცხი - 2
რომი ან კონიაკი - 6 ს.კ.
ვანილი - 2 პაკეტი
ფქვილი - 1 კგ
საფუარი - 3 ს.კ.
შაქარი - 200 გრ
რძე - 250 მლ
შაქრის პუდრი
ფორთოხლის ცედრა - 1 ს.კ.
დარიჩინი - 1 ჩ.კ.
ჯანჯაფილი, დაფქული - 1 ჩ.კ.
ქიშმიშს, ცუკატებს, ნუშს, დავაყაროთ ვანილიანი შაქარი, დავასხათ რომი ან კონიაკი. დავახუროთ თავზე და ასე დავდგათ 6 საათი. დროდადრო ვურიოთ.
გავათბოთ რძე. დავამატოთ საფუარი, 1 ს.კ. შაქარი , ცოტა ფქვილი და მოვზილოთ ოპარა. დავდგათ თბილ ადგილას 15 წთ და დავაცადოთ ამოსვლა.
ცალკე კარგად გავთქვიფოთ კარაქი, შაქარი, კვერცხი. დავამატოთ ცედრა და სანელებლები. ეს ყველაფერი შევურიოთ ოპარას და შევაზილოთ დარჩენილი ფქვილი. გადავაფაროთ და დავდგათ ასაფუებლად თბილ ადგილას.
ცომი გადმოვიღოთ ფქვილმოყრილ ფიცარზე. ოდნავ შევაბრტყელოთ. დავყაროთ ზედ ქიშმიშიანი მასა და კარგად შევურიოთ ერთმანეთს. ჩავდოთ ჯამში. გადავაფაროთ და კიდევ 30 წთ დავაცადოთ.
ცომი კიდევ გადავზილოთ. ცომის გუნდას ხელით ვაძლევთ მოგრძო ფორმას, შუაში დავაწვებით გასაბრტყელებელი ჯოხით და ნაჭდევს ვუკეთებთ, შემდეგ კი ერთ მხარეს გადმოვაკეცავთ მეორეს, ოღონდ ბოლომდე არა. მიიღება ასიმერტიული ფორმა.
შეგიძლიათ გამოაცხოთ ერთი დიდი ან ორი
პატარა შტოლენი. ამასთან, თუ 2 პატარას გამოვაცხობთ, ტაფაზე შუაში გამყოფი
ქაღალდი ჩავუდოთ, რომ ერთმანეთს არ მიეწებოს. ამის შემდეგ კიდევ 15 წთ
დავაცდით ცომს.
ვაცხობთ წინასწარ გაცხლებული ღუმელში 175°-ზე
უკვე გამომცხვარ, ცხელ შტოლენს ფუნჯით ვუსმევთ გამდნარ კარაქს, შემდეგ მოვაყრით შაქრის პუდრას.
გავახვევთ ჯერ ქაღალდში, შემდეგ კულინარიულ ცელოფანში და შევინახავთ 1-2
კვირა. მხოლოდ ამის შემდეგ არის მზად. ცელოფანში გახვეული ინახება დიდი
ხნის განმავლობაში.
gemrielia.ge
0