სოსო ჯაჭვლიანი „პრესა.ჯი“-ს ჟურნალისტს: მომისმინე ახლა შენ... სოსო ჯაჭვლიანი „პრესა.ჯი“-ს ჟურნალისტს: მომისმინე ახლა შენ... />


  13:28:10     18-12-2013

სოსო ჯაჭვლიანი „პრესა.ჯი“-ს ჟურნალისტს: მომისმინე ახლა შენ...

a27009.jpg

გლდანის მაჟორიტარმა დეპუტატმა, სოსო ჯაჭვლიანმა საზოგადოებას პარლამენტში გამართული მუშტი-კრივებითა და უცენზურო გამონათქვამებით დაამახსოვრა თავი.  

„ოცნების“ დეპუტატი, შანსს არ უშვებს, რომ ოპონენტებს სიტყვიერი შეუცხყოფა არ მიაყენოს. ასე მოხდა „ასავალ დასავალთან“ საუბრისას, სადაც ჯაჭვლიანი „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ უცენზურო სიტყვებს იყენებს და მათი მისამართით იგინება.

დეპუტატი, რომელიც ქუჩური ჟარგონით საუბრობს ოპონენტებზე და ამავე დროს, წარმოდგენაც არ აქვს პარლამენტში განსახილველ საკითხებზე, მაგალითად ბიუჯეტზე, დღესაც არ აპირებს ბოდიშის მოხდას.

მიუხედავად იმისა რომ ჯაჭვლიანის თავხედური საქციელის გამო ბოლო დღეებია თავის მართლება უწევს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, დავით უსუფაშვილს. მის ნაცვლად ბოდიშებს იხდიან მისივე თანაპარტიელებიც.

„პრესა.ჯი“: პარლამენტში გამართული მუშტი-კრივის შემდეგ გაზეთის ფურცლებიდან აგინეთ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს...

სოსო ჯაჭვლიანი: შენი ჭირიმე, ამ თემაზე ათასჯერ გავეცი პასუხი. მოკლედ გეტყვი და არასდროს არ ვისაუბრებ ამ თემაზე, იმიტომ რომ არ მინდა მომხდარის გაფერმკთალება.

- რას გულისხმობთ გაფერმკთალებაში?

- ეს რაც მოხდა ოთხშაბათს, ყველამ ნახაა ტელევიზიით, გადაიღეს და აჩვენეს. ეს არ იყო არამც და არამც ოცნების პოზიცია. ერთმა ხულიგანმა იუზრდელა და სოსო ჯაჭვლიანმა საკადრისი პასუხი გასცა. ნაციონალებს ამის განხილვა პოლიტიკურ  ჭრილში უნდათ. ამას უნდა შევხედოთ ხულიგნურ ჭრილში. ბარამიძემ მე მომაყენა შეურაცხყოფა და ჩემ კუთხეს.

- სხვა რაღაცას გეკითხებით, საუბარია „ასავალ დასავალში“ დაბეჭდილ თქვენ ინტერვიუზე, სადაც ოპოზიციის წარმომადგენლებს უცენზურო სიტყვებით მიმართავთ და აგინებთ... ის, რაც გაზეთში დაიბეჭდა, ქართული პარლამენტარიზმის ისტორიაში უპრეცენდენტოა...

- მომისმინე ახლა შენ, დავალებით ხომ არ რეკავ? იქ რაც წერია ეს არის ბუნებრივი რეაქცია. მომხდარიდან რამდენიმე წუთში დამირეკა ჟურნალისტმა და გავაკეთე რეაქცია. ბარამიძე ხულიგანს გავეცი საკადრისი პასუხი.

- ინტერვიუში თქვენ აგინეთ და განსაკუთრებულად უცენზურო სიტყვებით მოიხსენიებთ ნაციონალური მოძრაობის სხვა წევრებსაც...

- კარგად ბრძანდებოდეთ, კარგად იყავით, არ ვაპირებ თქვენთან საუბარს.

0

ავტორი: