ჩიზქეიქი ხაჭოთი ჩიზქეიქი ხაჭოთი />


  02:39:52     18-12-2013

ჩიზქეიქი ხაჭოთი

a27002.jpg

დღეს შემოგთავაზებთ ჩიზქეიქს ხაჭოთი, ყურადღება მიაქციეთ რომ ამ რეცეპტში ვიყენებთ არა მდნარ ყველს ფილადელფია ან კიდევ სხვა სახეობას, რომელსაც ჩვეულებრივ ვიყენებთ ჩიზქეიქის მოსამზადებლად, არამედ ჩვეულებრივი ხაჭოს. ოღონდ აუცილებლად დაგვჭირდება ბლენდერი ან ხელით კარგად უნდა ავზილოთ რომ კრემისმაგვარი მასა მივიღოთ.

მაშ ასე გთავაზოთ მომზადების წესს და მასალას:
მასალა:
• 220 გრ ორცხობილა(იხილეთ სურათი);
• 100 გრ შაქარი;
• 190 გრ კარაქი;

გულსართისთვის:

• 1 კგ ხაჭო (9% ცხიმიანობა);
• 2 მთლიანი კვერცხი და 6 კვერცხის გული;
• 2 შეკვრა ვანილის შაქარი; (20გრ);
• 200 გრ ნაღები (30-33% ცხიმაინობით);
• 200 გრ შაქარი;
• აგრეთვე გასაფორმებლად ცოტაოდენი:
• მარწვის ჯემი; ვანილის სოუსი (ამის რეცეპტსაც შემოგთავაზებთ);
• პიტნის ფოთლები; კაკაოს ფხვნილი, შაქრის პუდრა;

მომზადება:

თავდაპირველად გამოვაცხოთ ნამცხვრის ძირი, ამისთვის წინასწარ გამოვიღოთ კარაქი მაცივრიდან რომ მორბილდეს. აიღეთ ორცხობილა.

ბლენდერში ან ხელით დავფშხვნათ ორცხობილა.
ბლენდერში ჯობია, იმიტომ რომ ცოტა დროს მოანდომებთ, მაგრამ ძალიან კარგად იფშხვნება ხელითაც, რაც უფრო წვრილად დაფშხვნით უფრო უკეთესია.

დაუმატეთ ამ მასას კარაქი და კარგად აურიეთ ხელით.


მრგვალ ფორმაში გაფინეთ პერგამენტის ქაღალდი. ( ჯერ ძირზე გადააფარეთ, შემდეგ დავაფაროთ რგოლი და შემოვუჭიროთ, ზედმეტი ქაღალდის ნაჭრები მოვაჭრათ მაკრატლით).

მასა გავანაწილოთ ძირზე. ხელით კარგად დავტკეპნოთ. გავუკეთოთ პატარა წამოწეული ნაპირები.

წინასწარ 190 გრადუსზე გახურებულ აირღუმელში შევდგათ 50 წუთით. ამის შემდეგ დავტოვოთ აირღუმელში და ვაცადოთ 30 წუთი გაგრილება. ოღონდ აირღუმელი არ გამორთოთ არამედ 100 გრადუსზე დაუწიეთ.

სანამ ცხვება ძირი, ვაკეთებთ ხაჭოს გულსართს. მიქსერში ავთქვიფოთ 2 კვერცხს და შაქარს გათეთრებამდე. შემდეგ ვამატებთ ხაჭოს და აგრძელებთ ბლენდერში თქვეფას, ან კიდევ ავურიოთ ხელით კარგად, რომ ერთგვაროვანი მასა მივიღოთ.

შემდეგ აურიეთ კვერცხის გულში, დაუმატეთ ნაღები და ვანილის შაქარი. კარგად აურიეთ. ეს მასა დავასხათ შეგრილებულ ძირს. იმავე ფორმაში და შევდგათ ისევ აირღუმელში 120 გრადუსზე 2 საათით.

ეს დრო რომ გავა გამოიღეთ და აცადეთ ჩიზქეიქს ოთახის ტემპერატურაზე გაგრილება, ამის შემდეგ კი შედგით მაცივარში 5 საათით, ან მთელი ღამით. ბოლომდე გაციების შემდეგ ძალიან ფრთხილად შემოავლეთ დანა ნაპირებს, მოაცილეთ თუ სადმე მიკრული ძირი ან გულსართი და მერე შემოხსენით რგოლი. გადაიტანეთ განიერ ლანგარზე და ნაპირებს მოაყარეთ კაკაოს ფხვნილი.
სუფრაზე მიტანის წინ მაღალ ჭიქაში ჩაასხით მარწყვის ჯემი და ვანილის სოუსი, დაიკავეთ ჭიქა მარცხენა ხელით, მარჯვენათი კი დააფარეთ თეფში, კარგად ჩატკეპნეთ და გადმოატრიალეთ თავდაყირა, თუ სოუსი კარგადაა შექელებული მაშინ ჭიქიდან არ გამოჟონავს და ასე ამოყირავებული იქნება მიკრული თეფშს.
ჩიზქეიქის წვრილ მხარეს მოაყარეთ შაქრის პუდრა და კონტრასტისთვის მორთეთ პიტნის ფოთლებით.

0

ავტორი: