წმინდა ნინოზე ფილმს აღარ გადაიღებენ? წმინდა ნინოზე ფილმს აღარ გადაიღებენ? />


  22:16:19     17-12-2013

წმინდა ნინოზე ფილმს აღარ გადაიღებენ?

a26998.jpg

რამდენიმე თვის წინ ცნობილი გახდა, რომ ამერიკაში მცხოვრები ქართველი რეჟისორი გიორგი კერესელიძე წმინდა ნინოზე ფილმს იღებდა. 'ნინო' - ეს უნდა ყოფილიყო წმინდანზე გადაღებული ფილმის სახელწოდება. გადაღებების დაწყებას კი უახლოეს მომავალში გეგმავდნენ.

წმინდანის როლზე კასტინგი გამოცხადდა, თუმცა უამრავ გოგონას შორის არჩევანი ვერ გააკეთეს და 16 წლის ნიცა კაპანაძე 'ფეისბუქის' საშუალებით აღმოაჩინეს. კასტინგის პირობები საკმაოდ რთული იყო. არჩეული გოგონა არ უნდა ყოფილიყო მსახიობი, არ უნდა ეთამაშა არასოდეს სხვა ფილმებში და ქრისტიანული წესით უნდა ეცხოვრა.

ნიცა მოგვიანებით პატრიარქს შეხვდა და პრესასთან საუბრისას განაცხადა, რომ უწმინდესმა სიყვარულით გააფრთხილა- 'თავში არ ავარდნოდა'.

ეს იყო ბოლო ინფორმაცია რაც ფილმის შესახებ გავრცელდა და მას შემდეგ, პრესაში ამ თემაზე არანაირი გამოხმაურება არ ყოფილა.

გუშინ, მოდელმა თაკო ჩხეიძემ სოციალურ ქსელში საკუთარ გვერდზე, ასეთი შინააარსის სტატუსი გამოაქვეყნა:

'სამარცხვინოა, საქართველოში, "წმინდა ნინოს' გადამღები ჯგუფი დაფინანსებას ვერ შოულობდეს. კულტურის სამინისტროზე აღარც ვლაპარაკობ. იქნებ ანგარიში გავხსნათ და ყველამ ვისაც რისი საშუალება გვაქვს ჩავრიცხოთ და დავეხმაროთ ამ ისტორიული ფილმის გადამღებ ჯგუფს. რას ფიქრობთ?...'

თაკოს სტატუსს უამრავი ადამიანი გამოეხმაურა:

გიორგი ახალკაცი:
სამწუხაროა, მაგრამ ბევრმა ისიც არ იცის ვინ იღებს ამ ფილმს და რა სცენარით.. ხალხისგან დაფინანსებული ფილმი ძალიან რთული გადასაღებია... (ამ შემთხვევაში პატრიარქის მოწოდება იქნებოდა ვალდებულება)
თაკო ჩხეიძე: მე როგორც ვიცი, პატრიარქმა მისცა კურთხევა ფილმის გადასაღებად. მაგრამ არავინ დააფინანსა
დალი ჩიტალაძე: ჩვენი ეკლესიის ბიუჯეტი საკმაოდ დიდია და ვალდებულები არიან იზრუნონ ამ თემაზე და თავიანთი წვლილი შეიტანონ...... გაყიდონ ჯიპები ფონდიც გახსნან და ხალხიც შეიტანს წვლილს....
სოფია ჩარკვიანი: მე როგორც ვიცი, ჰქონდათ დაფინანსება და გაიფლანგა არასწორი ინფორმაციაა?
თაკო ჩხეიძე: არ ვიცი, ნამდვილად.
სოფია ჩარკვიანი: მე ერთი რეჟისორისგან ვიცი.
გიორგი ახალკაცი: კი მეც ეგრე ვიცი, რომ მისცა კურთხევა, მაგრამ არ მოუწოდა, უწმინდესს არ "ვხდი ვალდებულს" უბრალოდ ქართულ ბიზნესს და ქართველ ბიზნესმენს სხვა და სხვა სიტყვა გონია პატრიარქის "კურთხევა" და "მოწოდება".

სალომე დადიანი
სპეციალურად 'რეიტინგის' საიტისთვის
0

ავტორი: