ღარიბაშვილი: მერაბიშვილი ცდილობს მოახდინოს ახალი პროკურორის დისკრედიტაცია და დააშანტაჟოს სააკაშვილი ღარიბაშვილი: მერაბიშვილი ცდილობს მოახდინოს ახალი პროკურორის დისკრედიტაცია და დააშანტაჟოს სააკაშვილი />


  15:46:20     17-12-2013

ღარიბაშვილი: მერაბიშვილი ცდილობს მოახდინოს ახალი პროკურორის დისკრედიტაცია და დააშანტაჟოს სააკაშვილი

a26990.jpg

"ასეთი მეთოდებით დღევანდელი ხელისუფლება არ მუშაობს. გატაცებები და ასე შემდეგ... ეს არ უკავშირდება ჩვენ ხელისუფლებას. ეს ძველი მეთოდებია. უფრო სერიოზულ და კომპეტენტურ კომენტარს ფსიქოლოგები გააკეთებენ. 

რაც შეეხება ვერსიებს: შესაძლოა მერაბიშვილის განცხადება უკავშირდებოდეს ახალი პროკურორის დისკრედიტაციას ან მისივე შიშებს. შესაძლოა ის ცდილობს რომ დააშანტაჟოს მისი ყოფილი ხელმძღვანელი. 

ჩემი შეფასება ასეთია: მერაბიშვილი მიზანმიმართულად ცდილობს მოახდინოს ჩვენი ხელისუფლების დისკრედიტაცია და ამავე დროს, დააშანტაჟოს სააკაშვილიც. 

დააკვირდით: მან საკმაოდ მნიშვნელოვანი აქცენტები გააკეთა, ახსენა სააკაშვილის ანგარიშები და ჟვანიას საქმე. 

ასე რომ დაველოდოთ მოვლენებს, ისინი უფრო კარგად გაარკვევენ ერთმანეთში" - ასე აფასებს პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ვანო მერაბიშვილის დღევანდელ განცხადებას, მასზე განხორციელებული ზეწოლის შესახებ.  

0

ავტორი: