საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს />


  11:19:45     17-12-2013

საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს

a26979.jpg

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 1974 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ლევან ც. თბილისში, აღმაშენებლის ხეივანში დააკავეს.

შს სამინისტროს ინფორმაციით, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის „რენო“-ს მარკის ავტომანქანა გააჩერა. სამართალდამცველებმა ავტომანქანაში მყოფი მგზავრის – ლევან ც-ს ქცევა საეჭვოდ მიიჩნიეს და მანქანიდან გადმოსვლა სთხოვეს. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა მისი გარეგნული დათვალიერებისას საქამრეში ცეცხლსასროლი იარაღი შენიშნეს, რომელიც არარეგისტრირებული აღმოჩნდა. სამართალდამცველებმა ლევან ც. ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს.

ექსპერტიზის დასკვნით ამოღებულია „მაკაროვი“-ს სისტემის პისტოლეტი, 1 მჭიდი და 9 საბრძოლო ვაზნა.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით).

0

ავტორი: