03:01:33     17-12-2013
ბარბარობის ხაჭაპური
გოგრის გამხმარი თესლი კარგად უნდა მოვხალოთ ღუმელში, ისე, რომ დაიბრაწოს. შემდეგ გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში. მიღებულო მასა გავაზავოთ თბილი წყლით და გავწუროთ საცერზე.
ხენჯი დარჩება საცერზე, ხოლო იმას რაც გაიწურება, ვუზამთ გემოვნებით მარილს. (მლაშე არ მოგივიდეთ) და სქელძირიან ქვაბში ავადუღებთ ძალიან ნელ ცეცხლზე. მივიღებთ ხაჭოსებურ ნალექს, რომელსაც გავწურავთ კარგად საცერზე.
კარგად რომ გაიწურება, შევაზავებთ ძალიან წმინდად დაჭრილი ცოტა ხახვით – რა თქმა უნდა, შეიძლება უხახვოდაც. მიღებული გულსართით გამოვაცხობთ ხაჭაპურს.
ინგრედიენტები:
გოგრის გამხმარი თესლი,
სახაჭაპურე ცომი,
2 თავი ხახვი,
მარილი გემოვნებით.
0