14:26:22     02-02-2011
აშშ–ის არმია ახალ შეიარაღებას შეიძენს
აშშ–ის არმიამ ამერიკულ კომპანია „Lockheed Martin“ – თან კონტრაქტი გააფორმა. შეთანხმება ეხება HIMARS – ის 44 სარაკეტო სისტემის მიწოდებას. კონტრაქტის მიხედვით ირკვევა, რომ შეკვეთის ფასმა 139,6 მილიონი დოლარი შეადგინა.
მას შემდეგ, რაც შეკვეთა შესრულდება, ამერიკის შეერთებული შტატების არმიის შეიარაღებაში 375 ასეთი დანადგარი იარსებებს. როგორც ვარაუდობენ, სისტემა 2013 წლის იანვარში დასრულება. ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა HIMARS სისტემა MLRS – ის შემსუბუქებულ ვერსიად ითვლება. MLRS 1980–დან 2003 წლამდე გამოდიოდა. ახალ სისტემას კი ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალებისათვის 2005 წლიდან უშვებენ.
ნაკლები წონის და გაბარიტების წყალობით, HIMARS – ის გადატანა სამხედრო–სატრანსპორტო თვითმფრინავ С-130J Super Hercules – ით ან მძიმე ვეტმფრენებით ხერხდება. დანადგარი შესაძლებელია აღიჭურვოს GMLRS – ის ექვსი მართვადი და ასეთივე რაოდენობის MLRS – ის არამართვადი რაკეტებით, ანდაც ერთი ტაქტიკური რაკეტა ATACMS – ით.
სისტემის მაქსიმალური სიჩქარე 85 კილომეტრია საათში. უახლოეს წარსულში აშშ–ის არმიამ HIMARS -ს ტესტირება უკვე გაუკეთა. მალე კი აშშ–ის შეიარაღება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შენაძენით გამდიდრდება.
0