სასჯელაღსრულების მე-7 დაწესებულების დირექტორს უფლებამოსილება შეუჩერდა სასჯელაღსრულების მე-7 დაწესებულების დირექტორს უფლებამოსილება შეუჩერდა />


  12:15:17     13-12-2013

სასჯელაღსრულების მე-7 დაწესებულების დირექტორს უფლებამოსილება შეუჩერდა

a26903.jpg

სასჯელაღსრულების მინისტრის სოზარ სუბარის განცხადებით, სასჯელაღსრულების მე-7 დაწესებულების დირექტორს შოთა ტრაპაიძეს უფლებამოსილება შეუჩერდა. ამის მიზეზი აღნიშნულ დაწესებულებაში პატიმრის სავარაუდო ცემის ფაქტი გახდა.

"რამდენიმე დღეა ვრცელდება ინფორმაცია პატიმრის ცემის შესახებ მე-7 საპყრობილეში. ამ საკითხზე მოკვლევა არის დაწყებული და სანამ არ დამთავრდება, მივიღე გადაწყვეტილება, რომ დირექტორს, შოთა ტრაპაიძეს დროებით შეუჩერდეს უფლებამოსილება. მოკვლევის დამთავრების შემდეგ იმის მიხედვით, თუ რა გამოიკვეთება, გადაიგზავნება საქმე ან გამოძიებაში ან შეწყდება მოკვლევა და აღდგება ეს ადამიანი თავის თანამდებობაზე. ადამიანს აქვს დაზიანებები, ასასხელებს იმ თანამშრომლებს, რომლებმაც, მისი თქმით, სცემეს, თუმცა პარალულურად ვიდეოკადრებში კარგად ჩანს, როგორ ძვრება რაღაც სკამზე, როგორ აფარებს რაღაცა ნაჭერს, ოთახში რა ხდება, მერე არჩენს. ამას აკეთებს თვითონ, შესაბამისად, ცხადია, არსებობს ეჭვი, რომ შეიძლება იყოს თვითდაზიანება ან შეიძლება იყოს მართალი ეს ინფორმაცია, ჩვენებები, რასაც ის იძლევა. გამოძიება დაადგენს, რა არის რეალობა და იმის მიხედვით მივიღებთ გადაწყვეტილებას," - განაცხადა სოზარ სუბარმა. "პრესა.ჯი" პატიმარ მირზა გიგლემიანის ცემის თაობაზე ადვოკატ ინგა ბერიკაშვილს დაუკავშირდა.

ბერიკაშვილის თქმით, ის მიესალმება სუბარის გადაწყვეტილებას, დირექტორისთვის უფლებამოსილების შეჩერებასთან დაკავშირებით.

ადვოკატი: ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი აცხადებს, რომ 7 დეკემბერს მას ფიზიკურად რეჟიმის უფროსი და დირექტორის მოადგილე გაუსწორდნენ, მას დაადეს ხელბორკილი და აყენებდნენ ფიზიკურ შეურაცჰყოფას. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება და იმედი მაქვს გამოძიება დადებს ობიექტურ პასუხს.

"პრესა.ჯი": მიიღო თუ რა პატიმარმა გელოვანმა ცემის შედეგად დაზიანებები?

- დიახ, არსებობს ექსპერტიზის დასკვნა, სადაც ნათქვამია, რომ პატიმარს აღენიშნება ტვინის შერყევა.

- ცნობილია, რომ პატიმარმა პროტესტის ნიშნად შიმშილობა დაიწყო, აპირებს თუ არა ის პროტესტის შეწყვეტას მას შემდეგ, რაც ციხის დირექტორს შეუწყვიტეს უფლებამოსილება?

- ზუსტად ახლა მივდივარ, მის მოსანახულებლად, სავარაუდოდ, შეწყვეტს შიმშილობას, რადგან მისი მოთხოვნა, სწორედ გამოძიების ობიექტურად ჩატარება იყო.

0

ავტორი: