13:44:02     02-02-2011
„ოსკარის“ ფავორიტი რეჟისორი მეფის გამოსვლის რედაქტირებაზე უარს ამბობს
რეჟისორი ტომ ჰუპერი უარზეა, გადაამონტაჟოს ფილმი „ლაპარაკობს მეფე!“ გამოსვლის შეცვლის წინადადება, გასულ კვირას, მას პროდიუსერმა ჰარვი ვაინშტეინმა შესთავაზა. საქმე ეხება ფილმში მეფის გმირის მიერ გამოყენებულ უცენზურო გამონათქვამებს. ამ დროისათვის ფილმის სრული ვერსიის ნახვა აშშ–ის კინოთეატრებშია შესაძლებელი. სურათმა ავტორებს 72 მილიონი დოლარის მოგება მოუტანა, მაშინ როცა ფილმის ბიუჯეტი მხოლოდ 15 მილიონია. კინოსურათი ოსკარზე იქნა წარდგენილი და მომავალი ცერემონიის მთავარ ფავორიტადაც იქცა, რომელიც 27 თებერვალს შედგება.
თუმცა, მანამდე ჯერ, შესაძლოა, ფილმის სეკვესტირება გახდეს საჭირო. რეჟისორმა კი განაცხადა, რომ კატეგორიულად წინააღმდეგია შეცვალოს ფილმი და უშვებს მხოლოდ იმ ვარიანტს, რომ ზოგიერთი რეპლიკა ხმოვანი სიგნალებით დაიფაროს; მაგრამ ამასთანავე იუწყება, რომ არ დაუშვებს მისი ქმნილებიდან გარკვეული სცენების ამოღებას.
ჰუპერს მხარი დაუჭირა მსახიობმა ჰელენ ბონემ კარტერმა, რომელიც ფილმში მთავარი გმირის, დიდი ბრიტანეთის მონარქის, გეორგ მეექვსის მეუღლის როლს ასრულებს. მსახიობი ქალბატონის თქმით, ფილმში გამოყენებული სიტყვები არა მხოლოდ 13, არამედ 8 წლის ბავშვებმაც კარგად იციან.
ფილმის სიუჟეტი რეალურ მოვლენებზეა დაფუძნებული. სურათი მოგვითხრობს იმის შესახებ, თუ ლოგოპედ ლაიონელ ლოგუს დახმარებით ბრიტანელმა მონარქმა როგორ დაამარცხა მეტყველების პრობლემები და გახდა უფრო თავდაჯერებული. ლოგუ იყენებდა არატრადიციულ მეთოდებს, კერძოდ, აიძულებდა მეფეს, რომ მასთან ეჩხუბა. ფილმში არის ეპიზოდები, სადაც გამოყენებულია უცენზურო სიტყვები.
0
ავტორი: