MTV– მ 2011 წლის ყველაზე პერსპექტიული მუსიკოსი აირჩია MTV– მ 2011 წლის ყველაზე პერსპექტიული მუსიკოსი აირჩია />


  13:42:42     02-02-2011

MTV– მ 2011 წლის ყველაზე პერსპექტიული მუსიკოსი აირჩია

a3381.jpg

ამერიკული კვარტეტი „მონა ნერშვილიდან“  MTV-ის ვერსიით, 2011 წლის ყველაზე პერსპექტიულ დებიუტანტად დასახელდა. მუსიკოსებმა,  სატელევიზიო გადაცემის გამოკითხვის მიხედვით, ხმათა 35 პროცენტი აიღეს.

 

მონას სტილი ხასიათდება, როგორც „რომანტიული როკ–ენ–როლი.“ კოლექტივის ანგარიშზე, ჯერჯერობით, მხოლოდ სამი სინგლია:   "Teenager", "Listen To Your Love" და "Trouble On The Way".

 

MTV-ის გამოკითხვაში მეორე ადგილი ბრიტანელმა მომღერალმა ჯესი ჯეიმ დაიკავა. ის ადრეც მონაწილეობდა ბიბისის მიერ ჩამატარებულ ანალოგიურ რეიტინგში და და სპეციალური ჯილდო „კრიტიკოსების არჩევანიც“ აქვს მიღებული. მესამე ადგილი კი ჰიპ–ჰოპ კვარტეტმა ლოს ანჯელესიდან  “Far East Movement” – მა დაიკავა.

 

ცნობილია რომ, გასული წლის რეიტინგების ყველაზე პერსპექტიული დებიუტანტი კი პოპ–მომღერალი ჯასტინ ბიბერი გახდა. 

0

ავტორი: