15:03:04     12-12-2013
იაშვილის კლინიკის პრესსამსახური: დაკავებულია არა უფროსის მრჩეველი, არამედ დაცვის თანამშრომელი
იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ იარაღის და ნარკოტიკების შენახვისთვის დაკავებული პირი იაშვილის კლინიკის დირექტორის მრჩეველია.
როგორც "პრესა.ჯი"-ს საავადმყოფოში განუცხადეს დაკავებულია არა დირექტორის მრჩეველი, არამედ დაცვის თანამშრომელი.
"არ გიდასტურებთ ინფორმაციას, რომ დააკავეს კლინიკის დირექტორის მრჩეველი, დაკავებული დაცვის თანამშრომელი",- აცხადებენ კლინიკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.
ცნობისთვის, "პირველმა რადიომ" გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნარკოტიკული საშუალების და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებული პირი იაშვილის სახელობის ბავშთა რესპუბლიკური კლინიკის ადმინისტრაციის თანამშრომელი და დირექტორის ერთ-ერთი მრჩეველი გიორგი გორგიჯანიძეა.
შს ინფორმაციით, კი სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი და სამუშაო ოთახის ჩხრეკისას ამოიღეს დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინი, საცხოვრებელი ბინიდან კი არარეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი - "ბრაუნინგის" მოდელის პისტოლეტი ერთი მჭიდით და ხუთი საბრძოლო ვაზნით.
0