ინდიელების სამზარეულო ინდიელების სამზარეულო />


  13:01:55     02-02-2011

ინდიელების სამზარეულო

a3380.jpg

ინდიელების სამზარეულო დღემდე ინარჩუნებს კოლონიამდელი პერიოდის თავისებურებებს. ის დაფუძნებულია პროდუქტებზე, რასაც ამერიკის კონტინენტზე კოლუმბის გამოჩენამდე იყენებდნენ. თუმცა, შემდეგ ინდიელთა კერძებს ევროპული ინგრედიენტებიც დაემატა. ზოგიერთი კერძი ტომების ყოფა-ცხოვრებაში რიტუალურ როლს ასრულებდა. მაგალითად, შემწვარი პური პაუ-ვაუს ტომის ტრადიციულ კუთვნილებას წარმოადგენდა. ინდიელების კულინარიული ნამუშევრები დიდი რაოდენობითაა დღეს ლათინური ამერიკის სამზარეულოში წარმოდგენილი. ბევრი მათგანი ევროპელმა კოლონიზატორებმაც აითვისეს. აშშ-მ და კანადამ კი სწორედ ამერიკის კონტინენტის ამ უძველესი აბორიგენებისაგან აიღეს სამზარეულოს ისეთი ელემენტები, როგორიცაა სიმინდის პური, ინდაური, ნიორი, სიმინდის ფაფა და სხვა, რომელთა გარეშეც დღეს ამ ქვეყნებში ეროვნული სამზარეულო ვერ წარმოუდგენიათ. სამი უძველესი პროდუქტი, რომელიც ინდიელებმა დანერგეს მთელ ამერიკაში ეს არის: სიმინდი, გოგრა და ლობიო. თუმცა, კონტინენტის სხვადასხვა ადგილას მცხოვრებ ტომებს, ბუნებრივი გარემოს თავისებურებების გათვალიწინებით, სამზარეულოც თავისებური ჰქონდათ. ჩრდილო ამერიკაში გავრცელებული იყო ნანადირევის, სხვადასხვა სახის თევზის, სოკოს და კენკრისაგან მომზადებული კერძები. ადგილობრივი ტომები, მათი საცხოვრებელი ადგილის ბუნებრივი რესურსების სპეციფიკიდან გამომდინარე, ნადირობას ამჯობინებდნენ და სოფლის მეურნეობას არ მისდევდნენ. სამხრეთ ამერიკაში კი მიწათმოქმედების, ბოსტნეულის და მწარე საჭმელების მოყვარული ტომები ცხოვრობდნენ. მათი სამზარეულოების მოწყობილობაში შედიოდა: კოვზები, დანები, თეფშები, სამზარეულო დაფები, რომელთაც ბუნებრივი მასალისაგან ამზადებდნენ, მათ შორის, ქვების და ცხოველების ძვლებისგან. იყვნენ ოჯახები, რომელთაც უფრო მაღალხარსიხოვანი ჭურჭლის დამზადების ტრადიცია ჰქონდათ და სამზარეულოებში კერამიკული ჭურჭელიც მოეპოვებოდათ. ანდებში და სხვაგან კი მკვლევარების მიერ ოქროს და ვერცხლისგან დამზადებული ჭურჭლის მთელი მოწყობილობებიც არის აღმოჩენილი. 
0

ავტორი: