სიტუაცია მწვავდება - რაზე ესაუბრა პენტაგონის შეფი უკრაინის თავდაცვის მინისტრს სიტუაცია მწვავდება - რაზე ესაუბრა პენტაგონის შეფი უკრაინის თავდაცვის მინისტრს />


  12:04:16     12-12-2013

სიტუაცია მწვავდება - რაზე ესაუბრა პენტაგონის შეფი უკრაინის თავდაცვის მინისტრს

a26873.jpg

ამერიკის თავდაცვის მდივნის გაფრთხილება უკრაინის თავდაცვის მინისტრს... თეთრი სახლის ინფორმაციით, პენტაგონის შეფი, ჩაკ ჰეიგელი ტელეფონით დაუკავშირდა უკრაინის თავდაცვის მინისტრს, პაველ ლებედევს. 

ჰეიგელმა ლებედევს მკაცრად მოსთხოვა არ გამოიყენოს სამხედრო ტექნიკა კიევში მიმდინარე დემონსტრაციის წინააღმდეგ. თავის მხრივ, ლებედევმა ჰეიგელს პირობა მისცა რომ არ ჩაერთვება მშვიდობიან დემონსტრანტთა დარბევის პროცესში და არავის მისცემს უფლებას გამოიყენოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალები, ასევე მძიმე ტექნიკა, დემონსტრაციის დასაშლელად. 

ჰეიგელმა, უკრაინელ კოლეგას ასევე სთხოვა მისი სიტყვები პრეზიდენტ იანუკოვიჩისთვის გადაეცა. 

შეგახსენებთ რომ კიევში სიტუაცია სულ უფრო იძაბება. მიუხედავად იანუკოვიჩის მიერ გატარებული რეპრესიებისა, გმირი უკრაინელი ხალხი ბრძოლას არ წყვეტს და სიცივესა და ყინვაში ითხოვს უკრაინის ევროპული მისწრაფებების დოკუმენტურად დადასტურებას - ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელის მოწერას და პრეზიდენტის გადადგომას.

იანუკოვიჩმა მშვიდობიანი დემონსტრანტები რამდენჯერმე დაარბია. ათეულობით ადამიანი დაშავდა. თუმცა, ის ჯერჯერობით პოსტის დატოვებას არ ჩქარობს. მიუხედავად იმისა რომ მთელი ცივილიზებული მსოფლიო გულშემატკივრობს უკრაინელ ხალხს.

გუშინ, "თეთრმა სახლმა" ოფიციალურად განაცხადა რომ მიმდინარეობს მსჯელობა უკრაინისთვის სანქციების დაწესების თაობაზე. 


0

ავტორი: