13:01:29     02-02-2011
პელმენი
მასალა: 3 ჩ/ჭ ფქვილი, 1 კვერცხი, 2/3 ჭიქა წყალი, 1/2 ს/კ მარილი
ფარშისთვის: ხორცი (შესაძლებელია ნებისმიერი, ღორის, ძროხის, ცხვრის, ან ნარევი), ხახვი, მარილი, პილპილი.
ფქვილი მაგიდაზე გორაკივით მოვაგროვოთ, შუაში ჩავაღრმავოთ, ჩავახალოთ კვერცხი, დავასხათ თბილი წყალი, დავამატოთ მარილი და მოვზილოთ მაგარი ცომი. შემდეგ გადავაფაროთ ტილო და დავტოვოთ 30-40 წუთი. მიღებული ცომი გავაბრტყელოთ, დავჭრათ პატარა, კვადრატულ ნაჭრებად, თითოეული ნაჭერი ფქვილმოყრილ დაფაზე გავაბრტყელოთ და მოვათავსოთ ზედ ფარში. შემდეგ გადავკეცოთ და მოვუკრათ პირი. პელმენები მდუღარე, მარილიან წყალში უნდა მოიხარშოს (4 ლიტრ წყალზე 1 კოვზი მარილი). როდესაც მზად იქნება, იმწუთსვე ცხელ-ცხელი მივიტანოთ სუფრასთან.
0