16:53:15     11-12-2013
ცინცაძე: როცა პრეზიდენტი იორმაგებს ხელფასს, ეს ევროპა არ არის

“უკრაინაში კომპრომისის საშაულება ამოიწურა. მოვლენები ისე ვითარდება, რომ ერთ-ერთი მხარის კაპიტულაცია უნდა მოხდეს. ცალკე თემაა ევროპის სამარცხვინო როლი. ევროპამ მომიტინგეები დატოვა იანუკოვიჩის პირისპირ, ხოლო იანუკოვიჩი დატოვა პუტინის პირისპირ. ეს ლაქა ევროპააც ჩამოსარეცხი აქვს”,-განაცხადა „პრესა.ჯი“-სთან საუბრისას ექსპერტმა სოსო ცინცაძემ.
პრესა.ჯი სოსო ცინცაძესთან ინტერვიუს გთავაზობთ:
„პრესა.ჯი“: ანუ მსგავს სიტუაციაში საქართველოს ევროპის იმედი არ უნდა ჰქონდეს?
-თუ მოხდა ისე, რომ საქართველოშიც დადგა ეს იქს დღე, ვისურვებდი ევროპა მაშინ მაინც იყოს მოწოდების სიმაღლეზე. უკრაინასთან და ბელორუსთან მიმართებაში ევროპა ვერ აღმოჩნდა ამ სიმაღლეზე. რაც შეეხება უკრაინის პრეზიდენტს, როგორც ჩანს ის რუსეთისგან იმდენადაა ზურგგამაგრებული, რომ მიუხედავად ევროპელი ლიდერების შეფასებებისა და ადგილზე ჩასვლისა. მომიტინგეებზე ძალა მაინც იხმარეს. ეს არის პუტინ-იანუკოვიჩის მხრიდან იმის დემონსტრირება, რომ მათ არ აინტერესებთ ევროპისა და ამერიკის აზრი. უკრაინაში მიმდინარე პროცესები უნდა იყოს ჩვენთვის მაგალითი, რადგან წინ გველის ასოცირების ხელშეკრულება.
- ასოცირების ხელშეკრულება ახსენეთ, რა ელოდება საქართველოს ამ პერიოდის განმავლობაში?
-ეს არის ძალიან რთუილი გზა, რომლისთვის მზადება მთავრობას უკვე დაწყებული უნდა ჰქონდეს, თუმცა სიმართლე გითხრათ მე ვერ ვხედავ ამის მზაობას. ხელისუფლება ყოველ დღე ნაბიჯს უნდა დგამდეს იმისთვის. რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანების შორეულ პრესპექტივასავით არ ექცეს ევროკავშირში გაწევრიანებაც. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ევროპას ძალიან ღარიბი ქვეყანა არ არყობს. მოლოვასთან იმიტომ არის ყოყმანი, რომ ქვეყანა ღარიბია. ჩვენთანაც იგივე მდგომარეობაა, ქვეყანაში უმუშევრობა ზღაპრულ დონეზეა. პირველი ნაბიჯი ევროპისკენ სწორედ უმუშევრობის დამარცხებაზე ზრუნვა უნდა იყოს. მთავრობამ მინისტრებისა და ჩინოვნიკების ხელფასების ზრდაზე არ უნდა იფიქროს, მან უნდა იფიქროს რა მოუხერხოს ამდენ უმუშევარს. შექმნას სამუშაო ადგილი გაზაროს პენსიები. ამ მთავრობამ კი რა გააკეთა, იმედი გადაუწურა მოსახლეობას და განუცხადა, მათ რომ შეპირებული გაზრდილ პენსიას ვერ მიიღებენ. როცა პრეზიდენტი იორმაგებს ხელფასს, ეს ევროპა არ არის. არც ის არის ევროპული მომავალი მოაწყო ისეთი ცირკი, რომელიც მარგველაშვილმა გუშინ მოგვიწყო. ვითომ სამეცნიერო კომფერენცია ჩატარდა, ვილნიუსის შედეგებზე, შეხვედრაზე ნახეთ ვინმემ რომელიმე მეცნიერი? უბრალოდ იყო აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოს გაფართოებული სხდომა, ერთი დისკუსია ვერ მოვისმინეთ. ეს გზა არ მიდის ევროპისკენ!
-რუსეთის ფაქტორზე რას იტყვით, არის თუ არა შანსი უკრაინის სცენარი რუსეთმა საქართველოშიც განახორციელოს?
-რუსეთი საქართველოსთან მიმართებაში ეშმაკურად და ჭკვიანურად იქცევა. ვიითომ მას საქართველო არ აინტერესებს. რუსეთი ელოდება როდის გახდება ჩვენი ეკონომიკური კავშირები რუსეთთან ისეთი ფართომასშტაბიანი, რომ საჭირო მომენტში გადაგვიკეტოს ონკანი და დაგვემუქროს ეკონომიკური კოლაფსით. დღეს ჩვენ არ გვაქვს ეს მჭიდრო ეკონომიკური კავშირები, ამიტომ ვერაფერს იზამს. დღესვე რომ შეწყვიტოს იმ ორი ბოთლი ღვინის მიღება. ამით არაფერი დაგვიშავდება. რუსეთი ელოდება ამ კავშირის გაღრმავებას, რომ იგივე სცენარი დაატრიალოს საქართველოშიც, ეს კი ვერ მოხდება ვერც ასოცირებამდე და არც მის მერე.
0