ლერი ხაბელოვი გია ბარამიძეს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა? ლერი ხაბელოვი გია ბარამიძეს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა? />


  15:13:45     11-12-2013

ლერი ხაბელოვი გია ბარამიძეს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა?

a26852.jpg

დეპუტატი ლერი ხაბელოვი კატეგიორიულად უარყოფს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ის პარლამენტში მომხდარი ინცინდენტის დროს გიორგი ბარამიძეს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. როგორც „პრესა.ჯი“-ს „ფრაქცია ქართული ოცნების“ წევრმა განუცხადა, უბრალოდ მოხდა მცირე შელაპარაკება.

ლერი ხაბელოვი: კარგით რა, რას მეკითხებით, უბრალოდ მოხდა მცირე შელაპარაკება, არ მჯერა რომ ბარამიძე ამას ყურს დაუგდებს, არავის დავმუქრებივარ. ვერ გავყვები კანდელაკის ლოგიკას.

თავის მხრივ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიორგი კანდელაკი აცხადებს, რომ „პროვოკაციის დროს, ლერი ხაბელოვი ვიცე-სპიკერბ არამიძეს სიცოცხლის მოსპობით რამდენჯერმე სრულიად უემოციოდ დაემუქრა“.

გიორგი კანდელაკი: "ცხადზე ცხადია,რომ დღეს რაც მოხდა იყო წინასწარ დაგეგმილი პროვოკაცია. გია ბარამიძემ დაიწყო უკრაინის თემაზე კარგი გამოსვლით, ისაუბრა უკრაინელი ხალხის თავისუფლების და სუვერენიტეტის მხარდაჭერის აუცილებლობის შესახებ და უმრავლესობას კიდევ ერთხელ შესთავაზა ერთობლივი რეზოლუციის მიღება. 
განცხადებების დროსვე ცხადი გახდა რომ „ქართული ოცნების“ „ნაღები“ - ჯაჭვლიანი, ზაზა პაპუაშვილი, ვიტია ჯაფარიძე და ლერი ხაბელოვი ემზადებოდნენ პროვოკაციისთვის. ამ პროვოკაციის დროს, ლერი ხაბელოვი ვიცე-სპიკერ ბარამიძეს სიცოცხლის მოსპობით რამდენჯერმე სრულიად უემოციოდ დაემუქრა".

მისივე თქმით "ეს იყო ღიად ანტიდასავლური, ბნელი ძალების პასუხი საქართველოსთვის მნიშვნელოვან წინადადებაზე რომ მხარი დავუჭიროთ უკრაინის - მაშასადამე ჩვენს - სვლას თავისუფალი სამყაროსკენ. ახლა პარტლამენტის თავმჯდომარეს აქვს შანსი აჩვენოს საზოგადოებას თუ რამეს წარმოადგენს ამ პარლამენტში, თუ შეუძლია საერთოდ რაიმე გადაწყვეტილების მიღება.

აჩვენოს, იჭერს სიბნელის და პრორუსული ძალების მხარეს - თუ არა. არადა დღეს ბევრ მნიშვნელოვან რამეს ვაპირებდით საუბარს. ვაპირებდით გვესაუბრა ბიუჯეტის გარღვევაზე, შიდა ვალის 600 მილიონამდე ზრდაზე, მილიარდიან გარღვევაზე, ზღაპრად დარჩენილი სოფლის მეურნეობის მილიარდიან ფონდზე, უმუშევრობის ზრდის ზრდაზე, თვითმმართველობის კოდექსზე რომელიც ბიუროკრატიულ კოლაფსამდე მიგვიყვანს და ა.შ. ბიუჯეტის შესახებ დეტალურ კითხვებს, რომელთა დასმასაც დღეს ვაპირებდით, საჯაროდ გამოვაქვეყნებთ." 0

ავტორი: