ბარამიძე: "ჯაჭვლიანი ჩვეულებრივი ხულიგანია" ბარამიძე: "ჯაჭვლიანი ჩვეულებრივი ხულიგანია" /> "/> " />


  13:10:30     11-12-2013

ბარამიძე: "ჯაჭვლიანი ჩვეულებრივი ხულიგანია"

a26843.jpg

"ჯაჭვლიანი ჩვეულებრივი ხულიგანია, და მოიქცა ხულიგანივით"- ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ბარამიძემ საკანონმდებლო ორგანოში მომხდარი დაპირისპირების კომენტირებისას "პრესა.ჯი"-ს განუცხადა.

დეპუტატმა "პრესა.ჯი"-სუთხრა, რომ მასსა და ჯაჭვლიანს შორის დაპირისპირებას გლდანის მაჟორიტარის რეპლიკა უძღოდა წინ.

"რატომღაც ჯაჭვლიანმა გადაწყვიტა, რომ ჩემ წინააღმდეგ ისაუბროს სვანების სახელით. არავიზე ნაკლებად არ მიყვარს სვანეთი, რა თქმა უნდა, კრიმინალების გამოკლებით. ის, აფრასიძეების თემის გამოყენებით შეეცადა წარმოედგინა ეს კუთხე. სნავეთი არ არის აფრასიძეები",- განაცხადა დეპუტატმა.

კითხვაზე, ამოწურულია თუ არა, მათ შორის კონფლიქტი, ბარამიძემ განმარტა, რომ ის ქუჩაში არ დგას და პატივს სცემს საკანონმდებლო ორგანოს.

"კონფლიქტი გამოიწვია მან, ჩვენ არ ვართ ქუჩაში", - განაცხადა პრესა.ჯი"-სთან "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა.

შეგახსენებთ რომ ჯაჭვლიანმა ბარამიძეს შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართა: ნუ ბლატაობ შე ჩმორო, რასაც დედის გინებაც მოაყოლა, რის შემდეგაც მან, ბარამიძისგან მამა-პაპური ალიყური მიიღო.

0

ავტორი: