ორი "კალაშნიკოვი" და ორი "მაკაროვი" - ვის უპოვეს უკანონო იარაღები ორი "კალაშნიკოვი" და ორი "მაკაროვი" - ვის უპოვეს უკანონო იარაღები /> "/> " />


  12:40:04     11-12-2013

ორი "კალაშნიკოვი" და ორი "მაკაროვი" - ვის უპოვეს უკანონო იარაღები

a26841.jpg

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მე-2 მთავარი სამმართველოს მე-3 სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, 1986 წელს დაბადებული, წარსულში სამჯერ ნასამართლევი კონსტანტინე მ. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე დააკავეს.

სამართალდამცველებმა დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას „კალაშნიკოვი“-ს სისტემის 2 ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი 4 მჭიდითა და 133 საბრძოლო ვაზნით და „მაკაროვი“-ს სისტემის 2 პისტოლეტი 3 მჭიდითა და 23 საბრძოლო ვაზნით ამოიღეს.

დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).
შსს 0

ავტორი: